ავტორი:
ილია II
თემა:
ათეიზმი, ურწმუნოება
ეგების იქ მხოლოდ არარაობაა?
ეგების იქ მხოლოდ არარაობაა?
საით მივემართებით? ეგების იქ მხოლოდ არარაობაა? თუ შენს წინ მხოლოდ სიბნელე და არაფერია, მაშინ რაღა საჭიროა ამდენი ტანჯვა, გაჭირვება და განსაცდელი? რატომ უნდა მოითმინო, აპატიო, დაიმდაბლო თავი, რად გინდა სინდისი, პატიოსნება? მაშ, მოასწარი, სვი, ჭამე, დრო ატარე, ყველაფერი ხომ მალე დამთავრდება და არარად იქცევა. ბევრი კი ინატრებდა ამას, მაგრამ ეს ასე არ არის.