ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი [გვ. 83]
როდესაც თქვენ საყდარში სდგეხართ, წირვა–ლოცვასა ისმენთ, მაშინ თქვენ ღმერთს ადიდებთ, ღმერთს მადლობთ,
როდესაც თქვენ საყდარში სდგეხართ, წირვა–ლოცვასა ისმენთ, მაშინ თქვენ ღმერთს ადიდებთ, ღმერთს მადლობთ, ღმერთს ლოცულობთ, მაშასადამე ღვთის მუშაკნი ხართ, ღვთისა საქმისა მოქმედნი ხართ. მართალია, საყდარში ლოცვებს კითხულობენ, გალობასა წარმოსთქვამენ მღვდელნი და სხვანი სამღვდელო პირნი, მაგრამ თქვენც, ერისკაცნი, მოზიარენი ხართ ღვთისმსახურებაში.
|
|