ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ლოცვა ღმერთთან შეხვედრაა, საუბარია მასთან. ლოცვა, რა თქმა უნდა, ყველგან შეიძლება, მაგრამ ეკლესიაში მას განსაკუთრებული მადლი აქვს.
განა შეიძლება, თავს ქრისტიანად თვლიდე, ლოცვისა და მარხვის გარეშე კი ცხოვრობდე? თვით მაცხოვარი ბრძანებს, რომ მხოლოდ ლოცვითა და მარხვით შეიძლება ჩვენგან განვდევნოთ და დავამარცხოთ ეშმაკი.
არ დავიშუროთ ლოცვა ერთმანეთისათვის, ჩვენი სულიერი და ფიზიკური კეთილდღეობისათვის, ჩვენი ერის მომავლისათვის
წმიდა მამები ამბობენ, რომ დედის ლოცვას შეუძლია, ჯოჯოხეთიდან ამოიყვანოს შვილის სული.
ისეთივე გულმხურვალებით ვილოცოთ ღვთის წმიდა ეკლესიებში, როგორი გულმხურვალებითაც ლოცულობდნენ ჩვენი ერის რიგითი მშრომელები და რჩეული შვილები: დავით აღმაშენებელი და მისი ძე დემეტრე, გიორგი მესამე და დიდი თამარი, ათონელი წმიდა მამები, ... იხილეთ სრულად
ცოდვასთან და სხვადასხვა ბოროტებასთან სულიერი ბრძოლა თუ ხდება ლოცვითა და ღმერთზე მინდობით, უფალთან უხილავი, მაგრამ რეალური ისეთი კავშირი მყარდება, ისეთი სხვა განცდა შემოდის, რომ იგი თავისი სიძლიერით ფარავს ნებისმიერ ტკივილს. ამიტომ... იხილეთ სრულად
მუდმივად უნდა ვლოცულობდეთ და უფალს ვუხმობდეთ, რადგან მხოლოდ იგია ბოროტის შემმუსვრელი და ჩვენი განმაძლიერებელი.
სულიერი თვალის ახელა ზოგიერთ პიროვნებაში ნელ-ნელა ხდება, ზოგიერთში კი - ერთბაშად, თუმცა ორივე შემთხვევაში სიწმინდის შენარჩუნება სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს. ამ ბრძოლაში დიდ შეცდომას დავუშვებთ, თუ მხოლოდ ჩვენს თავს დავეყრდნობი... იხილეთ სრულად
თუ ჩვენ ვლოცულობთ და ვევედრებით უფალს, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ ვაღწევთ, გვაქვს კი რწმენა იმისა, რომ ჩვენს თხოვნაზე უკეთესი იქნება ის, რასაც მაცხოვარი მოგვაგებს? და თუ გვაქვს, ე. ი. მინდობილნი ვართ მას და მადლიერებით მივიღებთ ყო... იხილეთ სრულად