ნიჭი ტალანტი - ციტატები, გამონათქვამები
ნიჭი ტალანტი - ციტატები, გამონათქვამები ნიჭი ტალანტი, გამონათქვამები, ციტატები
ღმერთი სრულყოფილია, ჩვენც გვმართებს, მუდამ ვისწრაფვოდეთ სრულყოფილებისაკენ და ვცდილობდეთ იმ ნიჭის სრულად გამოვლენას, რაც უფლისაგან მოგვეცა; იქნება ეს: მიწათმოქმედება, სხვა ფიზიკური შრომის უნარი, სწავლა, მეცნიერული აზროვნება, ხელოვნ... იხილეთ სრულად
ბავშვში თავიდანვე ჩათესილია უფლის სიმდიდრე. წარმოიდგინეთ თასი, რომელშიც უფალმა ჩააწყო თავისი ყველა კარგი თვისება. ამ თასს სჭირდება მორწყვა, სწორი მორწყვის წესებით. რასაც აკეთებს კარგი აღმზრდელი
შრომა ჩვენი ნიჭის სალესია. სადაც ეს სალესი არა გვაქვს, ათასი ნიჭიც რომ გვქონდეს, არაფერი გამოვა. ნიჭი ჩახმება
გამარჯვებულია ის, ვინც თავის ნიჭს შრომის სახით სალესი მოუნახა, ვისაც უყვარს შემოქმედება
გაუადვილე შენს მოყვასს ცხოვრება, გაჭირვებულს გაუწოდე ხელი: გამოიჩინე მეტი სიყვარული, მეტი თანაგრძნობა, მეტი მოთმინება, მეტი სულგრძელობა, ნიჭს გაუხსენით გზა.