ჯვარი - ციტატები, გამონათქვამები
ჯვარი - ციტატები, გამონათქვამები ჯვარი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
როგორც კი ჩვენი პირადი ჯვარი ქრისტეს ჯვრად იქცევა, ანუ ჩვენი ცხოვრება ქრისტეს რწმენითა და მისი მცნებებით განიმსჭვალება, ყოველგვარი დაბრკოლება, ყოველგვარი საშიშროება სხვა განზომილებაში გადადის და აღმოვაჩენთ, რომ უმძიმესი განსაცდელი... იხილეთ სრულად
ქრისტიანული ცხოვრება სერიოზული პრობლემების დაძლევას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ამ გზაზე ხშირად გვხვდება ცილისწამება, ღვარძლი, გაჭირვება, შური...და დგება ისეთი მომენტებიც, როცა ჩვენც აღმოგვხდება: „მამაო ჩემო! თუ შესაძლებელია, ამარიდ... იხილეთ სრულად
ცხოვრებისეული ჯვარი იმიტომ მოგვეცა, რომ იგი რწმენითა და სიყვარულით ღირსეულად ვატაროთ და ჩვენი ჯვარცმა, - განსაცდელები და პრობლემები, - ჩვენს აღდგომად და ამაღლებად გადავაქციოთ.
როგორც პავლე მოციქული ამბობს, ცოტას თუ ვინმეს შეუძლია სიცოცხლის გაწირვა მართალთათვის, ქრისტემ კი თავი დადო ჩვენთვის, რომელნიც ვიყავით უცხონი, მტრები და მოწინააღმდეგეები მისთვის (შდრ. რომ. 5; 6-8).
ჩვენმა სულმა მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების ყველა საფეხური უნდა გაიაროს, თვით ჯვარცმაც, რომ შემდეგ აღდგომილი და ამაღლებული იქცეს ღვთაებრივი სიყვარულის ტაძრად, სულიწმიდის სავანედ.
ქრისტეს სიკვდილის მიზეზს ცხადყოფს უძღები შვილის სახე, რომელმაც გაფლანგა მამის ქონება.
უფლის საშინელმა ტანჯვამ ღირსგვყო, რომ ღვთის შვილები, ღვთის მემკვიდრეები და „თანა-მკვიდრ ქრისტესა“ (რომ. 8, 17) გავმხდარიყავით! როგორი სიხარულით ვივსები, როცა ვაცნობიერებ, რომ ღვთის შვილი ვარ და სახიერ მამას ჩემთვის ენით აღუწერელი ... იხილეთ სრულად