ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები
ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები
ადამიანის ბუნება სრულყოფილი არც კაცშია და არც ქალში, არამედ ორივეში ერთად. ღმერთმა დანერგა ქალსა და მამაკაცში ურთიერთ ლტოლვის სურვილი, სწრაფვა ერთ არსად ქცევისა მათი შვილების სახით ახალი სიცოცხლის წარმოსაქმნელად.
რომ ნაწილნი ვართ უფლისა, ვლინდება ღვთისადმი ჩვენს სწრაფვაში, ხოლო გარეგნულად ეს თავისუფალ ნებისყოფასა და შემოქმედებით უნარში გამოიხატება.
კაცობრიობამ შორეულ წარსულშივე იგრძნო თვისი ორბუნებოვნება. აი, რას წერდნენ ძვ. ჩინელი ფილოსოფოსები: „ადამიანისათვის დამახასიათებელია თვისებები მიწისა და ცისა, მასში ერთმანეთშია შერწყმული ნათელი და ბნელი, შეერთებულია სული და სამშვინ... იხილეთ სრულად
ადამიანი ყველაფერზე მაღლა იესო ქრისტემ დააყენა და იგი გახადა თავისი უდიდესი სიყვარულის ობიექტი. ამასთან, მას უდიდესი ნიჭი - თავისუფლება უბოძა და მისცა არჩევანის საშუალება. თითოეული ჩვენგანი გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად დღესა... იხილეთ სრულად
ღმერთმა თავისი მეფობა სიყვარულით შექმნილ მთელ კოსმოსზე განავრცო და ადამიანი, რომელიც თავის თავში მთელი ამ სამყაროს მომცველია, განმგებლად დაადგინა, რათა მისი სამეფოსთვის ღირსეულად ეწინამძღვრა და ყველა და ყველაფერი, როგორც თავისი ნა... იხილეთ სრულად
ადამიანი დადგენილია სამოთხეში მოქმედებისათვის, მისი დაცვისათვის, რაც ბოროტისაგან საკუთარი სულის დაცვას ნიშნავს და გულისხმობს ღვთის სიყვარულს, შრომის სურვილს, შემეცნების უნარს და, რა თქმა უნდა, ზნეობრივ ცხოვრებას.
ადამიანი არის ღვთის ხატი და მსგავსი, განსაკუთრებული ქმნილება. იგია ქვეყანასა და ზეცას, მიწიერ და სულიერ სამყაროს შორის დამაკავშირებელი ძალა.