მოყვასთან ურთიერთობა - ციტატები, გამონათქვამები
მოყვასთან ურთიერთობა - ციტატები, გამონათქვამები მოყვასთან ურთიერთობა, გამონათქვამები
ერთმანეთისაგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, მთავარია, დაკვირვებული თვალი გვქონდეს და გულისხმავყოთ, რა არის ჩვენთვის საჭირო და სასარგებლო.
ურთიერთგაგება ურთიერთგამდიდრებას, ურთიერთშეძენას გულისხმობს, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისაგან, უნდა გამოვამჟღავნოთ ურთიერთაღქმის უნარი, ფართოდ უნდა გავაღოთ ჩვენი გულის კარი, უნდა გავხსნათ ერთმანეთისთვის ჩვენი შინაგანი სამყარო.
მხოლოდ სიტყვით ღვთის სიყვარული არაფრის მომცემია, თუ იგი საქმით, მოყვასთან მიმართებაში, არ ჰპოვებს მუდმივად გამოვლენას.
ურთიერთობაში არ შეიძლება სიძულვილი შეურიო. არ შეიძლება ვინმე არ გიყვარდეს. თუ ვინმესთან ურთიერთობ, როგორიც არ უნდა იყოს ის, ბავშვი იქნება თუ დიდი, უნდა წინასწარ გიყვარდეს, თორემ ურთიერთობა იქნება დამშლელი
მარტო, თვალებდახუჭული, ჩემ თავში უკვდავებას ვერ ვიპოვი. ჩემ საუკეთესო ძალებს ვერ აღმოვაჩენ. თქვენთან ურთიერთობა მინდა