ზნეობა - ციტატები, გამონათქვამები
ზნეობა - ციტატები, გამონათქვამები ზნეობა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ადამიანი დადგენილია სამოთხეში მოქმედებისათვის, მისი დაცვისათვის, რაც ბოროტისაგან საკუთარი სულის დაცვას ნიშნავს და გულისხმობს ღვთის სიყვარულს, შრომის სურვილს, შემეცნების უნარს და, რა თქმა უნდა, ზნეობრივ ცხოვრებას.
სულის სრულყოფას მივყავართ ზნეობის სრულყოფამდე, ურთიერთსიყვარულამდე, მეტად გვესმის ერთმანეთის და ცხოვრებაც უფრო ლაღი ხდება
როცა ლოცვა წინამძღვრობს ჩვენში არსებულ ზნეობრივ ძალებს, მათი სიძლიერე ყველა განსაცდელს აღემატება და ამარცხებს მათ.
განსწავლულსა და კეთილზნეობრივ ადამიანებთან საუბრითაც შეიძლება იმის შესწავლა თუ როგორ შევიმეცნოთ უფალი.
ნებისყოფის თავისუფლება, რომელიც წარმოშობით აღცილებულია, თავის მხრივ ზნეობრიობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, სადაც არ არის თავისუფალი არჩევანი, ნებისყოფის თვითგამორკვევა, იქ არც ზნეობრიობაა. ნებისყოფის თავისუფლება გამოიხატება ზნ... იხილეთ სრულად
ადამიანში უნდა გაჩნდეს სულიერი განწმენდის მძაფრი სურვილი, გამოწვეული შინაგანი დაუოკებელი მოთხოვნილებით და არა შიშის მიზეზით ანდა ჯილდოს იმედით. თუ ჩვენს მოქმედებას ჯილდო ან სასჯელი განსაზღვრავს, ეს მეტყველებს ზნეობის დაბალ დონეზე.
სეკულარიზაციის მიმდევრებმა წინ წამოწიეს რა ცრუ თავისუფლების იდეა, ზნეობა საერთოდ ჩამოაშორეს მას და ბოლოს უკვე ასეთი პრინციპიც წამოაყენეს: რაც მსურს, ყველაფერი ბუნებრივია, დასაშვები და მისაღებია! ეს ნიშნავს, რომ ბოროტებაც მისა... იხილეთ სრულად