უმადურობა - ციტატები, გამონათქვამები
უმადურობა - ციტატები, გამონათქვამები უმადურობა, გამონათქვამები, ციტატები
47. ყოველგვარი სიკეთე ღვთის განგებულებით მოდის, ხოლო ფარულად მიდის უმადურებისაგან, უგუნურებისა და დაუდევრებისაგან
რაც უფრო განათლდება ადამიანის გონება და გააცნობიერებს შემოქმედის ქმნილებისადმი სიყვარულს, მით უფრო თვალსაჩინო ხდება ჩვენი უმადურობა და მოყვარული, ნამდვილი მამის უგულებელყოფა.
განა რას ვითმენთ ღვთისგან მიღებულ სიკეთეთა სანაცვლოდ? თუკი ღვთის სიკეთესა და ადამიანის უმადურობას ჩამოვთვლი, მგონია, ჩემი გონება აზროვნებას შეწყვეტს; განა ზღვარდადებულ გონებას შეუძლია ღვთის უსაზღვრო კეთილისმყოფელობის გააზრება?
46. ყოველგვარი სიკეთე უფლისგან მოიწევა განგებულებითად, მაგრამ ეს სიკეთე საიდუმლოდ განელტვის უმადურებს, გრძნობადახშულებს და უსაქმურებს.
უმადურობა ამპარტავანთა, ანუ ყველაზე დიდი და საშინელი ცოდვის მქონეთა, ერთ-ერთი თვისებაა; მაშინ, როდესაც გულწრფელი მადლიერება თავმდაბლობის გამოხატულებაა და ასეთ ადამიანებს ახასიათებთ.
ჩვენდა სამარცხვინოდ, ხშირად მადლიერებას, ასე თუ ისე, ადამიანებისადმი უფრო ვიჩენთ, ვიდრე უფლის მიმართ. მოჩვენებით მადლიერებას კი, როგორც ყველაფერ ფარისევლურს, აზრი არა აქვს და სისაძაგლეა იგი ღვთისა და კაცის წინაშე. გავიხსენოთ კაენი... იხილეთ სრულად
წმიდა მამები გვასწავლიან, რომ საიდუმლო სერობის შემდეგ ღვთის უდიდეს საიდუმლოს ნაზიარებ იუდას გულითადი მადლობა რომ ეთქვა იესო ქრისტესთვის, იმ საშინელ დაცემას თავიდან აიცილებდა. ამიტომაც, იუდა ღალატთან ერთად, უმადურობის სიმბოლოდაც მი... იხილეთ სრულად
სახარებაში ვკითხულობთ, რომ განკურნებული ათი კეთროვანიდან მხოლოდ ერთი, სამარიტელი, დაბრუნდა მაცხოვართან მადლობის სათქმელად და ამიტომაც ღირსი გახდა შემოქმედი ღმერთი შეეცნო და ცხონების გზა ეპოვა, ხოლო დანარჩენმა ცხრა განკურნებულმა კე... იხილეთ სრულად