მადლი - ციტატები, გამონათქვამები
მადლი - ციტატები, გამონათქვამები მადლი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
თუ გვსურს, სათნო ვეყოთ ღმერთსა და აღვივსოთ მადლითა მისითა, უნდა მოვამზადოთ ჩვენი გული და სული ამ მაცხოვნებელი ნიჭის მისაღებად.
ნათლობა არის მეორე ადამის, - ქრისტეს წიაღში ჩვენი სულიერი შობა, რომლის დროსაც გვენიჭება სულიწმინდის ბეჭედი, ის ცხოველმყოფელი მადლი, რაც დავკარგეთ სამოთხეში და, ამასთან, გვენიჭება უნარი მარადიული ნეტარი ცხოვრების მოპოვებისა.
ღვთის მადლის მიერ გონების აღტაცების დროს სასწაული სასწაულს მოსდევს, გონება კი განკვირვებითაა მოცული იმ თვალისმომჭრელი ნათლის წინაშე, რომელიც ღვთის შემეცნებას ახლავს თან.