განსაცდელების არ უნდა გვეშინოდეს და უნდა ვიცოდეთ: თუ ჭეშმარიტ მორწმუნეთა საზოგადოებად ჩამოვყალიბდებით, ვერავინ დაგვამარცხებს, თუნდაც რომ დიდ ძალას დავუპირისპირდეთ, რადგან ჩვენ კი არა, ჩვენს გვერდით ჩვენს გადასარჩენად მებრძოლი უფალ...
იხილეთ სრულად
განსაცდელების არ უნდა გვეშინოდეს და უნდა ვიცოდეთ: თუ ჭეშმარიტ მორწმუნეთა საზოგადოებად ჩამოვყალიბდებით, ვერავინ დაგვამარცხებს, თუნდაც რომ დიდ ძალას დავუპირისპირდეთ, რადგან ჩვენ კი არა, ჩვენს გვერდით ჩვენს გადასარჩენად მებრძოლი უფალი იქნება უძლეველი და გამარჯვებული.
ადამმა და ევამ, გველის შეგონებით, მოინდომეს, ღვთის გარეშე გამხდარიყვნენ უფრო დამოუკიდებელნი და შემოქმედს გატოლებოდნენ. არადა, ბოროტმა შესაქმის გვირგვინს სიცრუითა და მზაკვრობით სწორედ თავისუფლება წაართვა და ცოდვას დაამონა. ამის გამ...
იხილეთ სრულად
ადამმა და ევამ, გველის შეგონებით, მოინდომეს, ღვთის გარეშე გამხდარიყვნენ უფრო დამოუკიდებელნი და შემოქმედს გატოლებოდნენ. არადა, ბოროტმა შესაქმის გვირგვინს სიცრუითა და მზაკვრობით სწორედ თავისუფლება წაართვა და ცოდვას დაამონა. ამის გამო განეძარცვათ მათ ცხოველსმყოფელი მადლი ღმერთშემოსილობისა, საღვთო სიკეთეთა სულიერი ხედვის უნარი, სულიერი უმანკოება და უვნებობა ეგოისტური ზრახვებითა და ვნებებით შეეცვალათ და მწუხარება და განსაცდელი თანამგზავრად ექცათ.
როგორც კი ჩვენი პირადი ჯვარი ქრისტეს ჯვრად იქცევა, ანუ ჩვენი ცხოვრება ქრისტეს რწმენითა და მისი მცნებებით განიმსჭვალება, ყოველგვარი დაბრკოლება, ყოველგვარი საშიშროება სხვა განზომილებაში გადადის და აღმოვაჩენთ, რომ უმძიმესი განსაცდელი...
იხილეთ სრულად
როგორც კი ჩვენი პირადი ჯვარი ქრისტეს ჯვრად იქცევა, ანუ ჩვენი ცხოვრება ქრისტეს რწმენითა და მისი მცნებებით განიმსჭვალება, ყოველგვარი დაბრკოლება, ყოველგვარი საშიშროება სხვა განზომილებაში გადადის და აღმოვაჩენთ, რომ უმძიმესი განსაცდელიც კი ჩვენი სიკეთისათვის ყოფილა უფლისგან დაშვებული. ამის შეგნება ჩვენში სიმშვიდეს ასადგურებს და ღვთისადმი იმედით, მადლიერებითა და მორჩილებით განგვაწყობს.
უპატიებელი ცოდვაა სასოწარკვეთა და სიცოცხლის თვითმკვლელობით დამთავრება. ვინც ამ ნაბიჯს შეგნებულად დგამს, რა თქმა უნდა, ვეღარ უძლებს თავისი ჯვრის სიმძიმეს და გამოსავლს ასეთ ქმედებაშიღა ხედავს. ამ ადამიანებს, სინამდვილეში არასწორი აზ...
იხილეთ სრულად
უპატიებელი ცოდვაა სასოწარკვეთა და სიცოცხლის თვითმკვლელობით დამთავრება. ვინც ამ ნაბიჯს შეგნებულად დგამს, რა თქმა უნდა, ვეღარ უძლებს თავისი ჯვრის სიმძიმეს და გამოსავლს ასეთ ქმედებაშიღა ხედავს. ამ ადამიანებს, სინამდვილეში არასწორი აზროვნება აქვთ. მათი მთავარი შეცდომა ის არის, რომ მარტო ცდილობენ შეეჭიდონ სიძნელეებს და მხოლოდ თავისი შესაძლებლობებით სურთ, გაუმკლავდნენ სირთულეებს. ვერ ხვდებიან იმას, რომ ჯვარი იქამდეა მძიმე, ვიდრე მის ტვირთვას მხოლოდ შენ...
ქრისტიანული ცხოვრება სერიოზული პრობლემების დაძლევას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ამ გზაზე ხშირად გვხვდება ცილისწამება, ღვარძლი, გაჭირვება, შური...და დგება ისეთი მომენტებიც, როცა ჩვენც აღმოგვხდება: „მამაო ჩემო! თუ შესაძლებელია, ამარიდ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანული ცხოვრება სერიოზული პრობლემების დაძლევას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ამ გზაზე ხშირად გვხვდება ცილისწამება, ღვარძლი, გაჭირვება, შური...და დგება ისეთი მომენტებიც, როცა ჩვენც აღმოგვხდება: „მამაო ჩემო! თუ შესაძლებელია, ამარიდე ეს სასმისი“ (მთ. 26,39), ანდა „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევებ მე“ (მთ. 27,46), მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იმაზე დიდ ჯვარს არ მოგვცემს, რისი ტვირთვაც არ ძალგვიძს. ამიტომაც, გაჭირვების ჟა...
ცხოვრებისეული ჯვარი იმიტომ მოგვეცა, რომ იგი რწმენითა და სიყვარულით ღირსეულად ვატაროთ და ჩვენი ჯვარცმა, - განსაცდელები და პრობლემები, - ჩვენს აღდგომად და ამაღლებად გადავაქციოთ.
ჩვენი რწმენის სიმტკიცე და უფლისადმი ერთგულება გამოცდას ჩვენს ცხოვრებაში არსებული განსაცდელებით გადის; ყველაზე მეტად ამ დროს ხდება ნათელი, მართლაც, მთელი გულითა და მთელი არსებით გვიყვარს თუ არა უფალი, რაც შემოქმედისადმი ჩვენი ნდობი...
იხილეთ სრულად
ჩვენი რწმენის სიმტკიცე და უფლისადმი ერთგულება გამოცდას ჩვენს ცხოვრებაში არსებული განსაცდელებით გადის; ყველაზე მეტად ამ დროს ხდება ნათელი, მართლაც, მთელი გულითა და მთელი არსებით გვიყვარს თუ არა უფალი, რაც შემოქმედისადმი ჩვენი ნდობის ხარისხით განისაზღვრება.
არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელის, ქრისტიანი პრობლემებს მადლიერებით იღებს და ყველაფერში ღვთის ხელს ხედავს, მასზე სასოებს, მისით ხარობს და, ამასთან, ცდილობს გამოძებნოს სწორი გამოსავალი არსებულ ვითარებაში.