322. რაში შეგვეწევა სიკვდილის ხსოვნა?
215. როგორ შევიძინოთ ჩვენი ცოდვების დამხსნელი სანატრელი გლოვა?
201. როგორ შევიძინოთ ღვთის შიში?
რომელსა აქვს ყური სმენად და თვალი ხედვად, მან უნდა განიზრახოს და შეშინდეს, რა უცები სიკვდილი ეწევა მრავალთა პირთა. კაცი საღამოს მხიარული იყო და ძლიერი, დაწვა ლოგინზე და ძილში განუტევა სული უაღსარებოდ და უზიარებლად. შენც კაცი ხარ, ...
იხილეთ სრულად
რომელსა აქვს ყური სმენად და თვალი ხედვად, მან უნდა განიზრახოს და შეშინდეს, რა უცები სიკვდილი ეწევა მრავალთა პირთა. კაცი საღამოს მხიარული იყო და ძლიერი, დაწვა ლოგინზე და ძილში განუტევა სული უაღსარებოდ და უზიარებლად. შენც კაცი ხარ, ძმაო. ვინ იცის სად და რა სახით შეგემთხვევა სიკვდილი. ნუ მოიძულებ შენსა სულსა. ახლავე მოემზადე მიგებებად მტერისა (სიკვდილისა), რომ უცებ არ დაგეცეს თავზედ მოუმზადებელსა და უჭურველსა.
link
155. გვახსოვდეს, თუკი შესაძლებელია, სიკვდილი განუწყვეტლივ. ამგვარი ხსოვნის შედეგად ჩვენში წარმოიშვება ყოველგვარი საზრუნავისა და ამაოების უარმყოფელობა, ისევე როგორც – დამცველობა გონებისა და დაუცხრომელი მლოცველობა, უვნებობა სხეულისა...
იხილეთ სრულად
155. გვახსოვდეს, თუკი შესაძლებელია, სიკვდილი განუწყვეტლივ. ამგვარი ხსოვნის შედეგად ჩვენში წარმოიშვება ყოველგვარი საზრუნავისა და ამაოების უარმყოფელობა, ისევე როგორც – დამცველობა გონებისა და დაუცხრომელი მლოცველობა, უვნებობა სხეულისა და მომძაგებლობა ცოდვისა, ანუ, თუ ჭეშმარიტს ვიტყვით, მისგან აღმოჩქეფს და აღმოდის თითქმის მთელი სათნოება, რის გამოც, თუკი შესაძლებელია, ჩვენი საკუთარი სუნთქვისებრ ხშირად ვმოქმედებდეთ მას.
link
95. კეთილი აღმზრდელი როგორც სხეულისა, ასევე სულისა ესაა სიკვდილის დაუვიწყებელი ხსოვნა და ყოველივე შუალედურის (ე.ი. ყოველივე იმის, რაც მოცემულ მომენტსა და ხორციელ სიკვდილს შორისაა) უგულებელყოფით მარადის მისი წინასწარხედვა, კერძოდ, ...
იხილეთ სრულად
95. კეთილი აღმზრდელი როგორც სხეულისა, ასევე სულისა ესაა სიკვდილის დაუვიწყებელი ხსოვნა და ყოველივე შუალედურის (ე.ი. ყოველივე იმის, რაც მოცემულ მომენტსა და ხორციელ სიკვდილს შორისაა) უგულებელყოფით მარადის მისი წინასწარხედვა, კერძოდ, იმ საწოლისა, სადაც სულთამბრძოლებს გველის წოლა, და სხვა დანარჩენი.
link
17. ხოლო კიდევ სხვა სახე ისაა, რომ სულში სიკვდილის განუწყვეტელი ხსოვნა გვქონდეს.
1. მონაზონს იმგვარად მართებს ყოფნა, როგორც მომდევნო დღეს სიკვდილის მიმღებს. ამასთან, იმგვარად უნდა იყენებდეს იგი თავის სხეულს, როგორც მრავალწლიანი სიცოცხლის მქონეს. პირველ შემთხვევაში მოწყინების გულისზრახვები მოიკვეთება და ამ გზით...
იხილეთ სრულად
1. მონაზონს იმგვარად მართებს ყოფნა, როგორც მომდევნო დღეს სიკვდილის მიმღებს. ამასთან, იმგვარად უნდა იყენებდეს იგი თავის სხეულს, როგორც მრავალწლიანი სიცოცხლის მქონეს. პირველ შემთხვევაში მოწყინების გულისზრახვები მოიკვეთება და ამ გზით მონაზონიც უფრო მეტი გულმოდგინებისთვის განემზადება, მეორე შემთხვევაში კი მრთელად ნარჩუნდება სხეული და თანასწორად დაიცვება ვნებათაგან თავშეკავებულობა
link
167. როდესაც გაიცოცხლებ რაიმე სიამოვნების წარმოსახვას, დაიცავი შენი თავი, რომ მყისვე არ გახდე წარტაცებული მისგან, არამედ მცირედით დაახანე, გაიხსენე სიკვდილი და დაფიქრდი, რაოდენ უმჯობესია შეიცნო საკუთარი თავი, _ სიამოვნებისეული საც...
იხილეთ სრულად
167. როდესაც გაიცოცხლებ რაიმე სიამოვნების წარმოსახვას, დაიცავი შენი თავი, რომ მყისვე არ გახდე წარტაცებული მისგან, არამედ მცირედით დაახანე, გაიხსენე სიკვდილი და დაფიქრდი, რაოდენ უმჯობესია შეიცნო საკუთარი თავი, _ სიამოვნებისეული საცთურის დამმარცხებელი.
link
111. ისევე როგორც დედისეული საშოდან გამოდის ადამიანი, ამგვარადვე გამოდის სხეულიდან სული შიშველი, - ზოგი განწმენდილი და ნათლიერი, ზოგი - ცთომილებებით შემწიკვლული, ზოგიც - გაშავებული მრავალგვარი შეცოდებებით. ამიტომ, მოაზროვნე და ღვთ...
იხილეთ სრულად
111. ისევე როგორც დედისეული საშოდან გამოდის ადამიანი, ამგვარადვე გამოდის სხეულიდან სული შიშველი, - ზოგი განწმენდილი და ნათლიერი, ზოგი - ცთომილებებით შემწიკვლული, ზოგიც - გაშავებული მრავალგვარი შეცოდებებით. ამიტომ, მოაზროვნე და ღვთისმოყვარე სული, სიკვდილის შემდგომ უბედურებათა გამო მოფიქრალი და მათი განმსჯელი, კეთილმსახურებით მოღვაწეობს, რათა არ მოხდეს ისე, რომ დაისაჯოს და ჩავარდეს იმ გასაჭირში, რადგან ურწმუნონი, უღვთონი და შემცოდენი, სულით უგუნურნ...
link