ჯვარი - ციტატები, გამონათქვამები
ჯვარი - ციტატები, გამონათქვამები ჯვარი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
როგორც ძაღლი იმ კეტის დანახვაზე, რომელიც ოდესღაც მოხვდა, შორს გარბის მისგან, ასევე ეშმაკსაც ქრისტეს ჯვრის დანახვაზე, რომლითაც შეიმუსრა მისი ძალა, ეშინია, თრთის და გარბის მორწმუნეთაგან.
როგორც ქრისტეს ჯვარი არის სასუფევლის კარი ყველასათვის, ასევე ქრისტიანის ჯვარი არის სასუფევლის გასაღები ყველა მისი ძისათვის.
ქრისტიანს, რომელიც თავის ჯვარს მწუხარებით ატარებს და არა - სიხარულით, ჯერ კიდევ არ ესმის მისი ფასი.
თუ არ გსურს, შენი ჯვრის აღება და იესოს კვალდაკვალ სვლა ან იმის აღსრულება რაც მან გვამცნო, მაშინ დარწმუნებული იყავი, რომ არ ხარ ქრისტიანი, თუმცა ქრისტიანულ ტაძარში დადიხარ.
ქრისტიანი პირჯვრის გარეშე იგივეა, რაც მეომარი საჭურველის გარეშე. მტერი ათამაშებს მას, როგორც სურს. ვინც პირჯვარს იწერს, უსიტყვოდ აღიარებს იესო ქრისტეს, რომელმაც ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი დაითმინა და ამით ჩვენ გამოგვიხსნა. ჯვრის... იხილეთ სრულად
ჯვარი და სხვადასხვა მწუხარება ქრისტიანული დროშაა, რომელთა ქვეშაც ქრისტიანი იბრძვის თავის მეფის - ჯვარცმულისათვის.
ქრისტე ჯვრიდან გვეუბნება თითქოს ყველას და ყოველ ჩვენთაგანს: "აი, რა გავაკეთე შენი გულისათვის! შენ რა გააკეთე ჩემთვის?"
ჩვენ ქრისტეს ჯვარს ვუცქერთ და ვკითხულობთ მის ვნებებს, თავად კი ერთი წყენაც ვერ აგვიტანია.