ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები
ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები ცხონება, სასუფეველი, სამოთხე, გამონათქვამები
წინ ვისწრაფოთ, ჩემო შვილებო, როგორც მძლეოსნებმა სახელოვანი ბრძოლის სარბიელზე. ვინც გაიმარჯვებს, ჩვენი უტკბესი ღმერთის უზენაესი საყდრის წინაშე წარდგება და საუკუნო დიდების უჭკნობი გვირგვინით შეიმკობა.
ყურადღებით იყავით გულისსიტყვების მიმართ. ძირითადად თავმდაბალი გულისსიტყვების მოხვეჭას მიაპყარით ყურადღება, რადგან თავმდაბლობა აცხონებს ადამიანს; ის არის ყოველგვარი სულიერი სწრაფვის მთავარი მიზანი.
გიყვარდეთ, მოითმინეთ, სხვის შეცდომებზე თვალი დახუჭეთ, ნუ განრისხდებით, ნუ გაცეცხლდებით, შეუნდეთ ერთმანეთს, რომ ამით ქრისტეს მიემსგავსოთ და სასუფეველში მისი სიახლოვის ღირსნი გახდეთ.
ნეტარია, ვისაც ანთებული ექნება ზეთით სავსე ლამპარი. ასეთები, მხიარულებითა და სულიერი ტკბობით აღსავსენი, ქრისტესთან ერთად საუკუნო ქორწილში შევლენ.