ცოდვათა მიტევება, შენდობა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვათა მიტევება, შენდობა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვათა მიტევება, შენდობა, გამონათქვამები
როდესაც მოყვასს წყენის სანაცვლოს მიაგებ, მაშინ მას ღმერთი აღარ სჯის; ხოლო როდესაც შენ მიუტევებ, მაშინ უფალი ან მას დასჯის, ან შენ ცოდვებს მოგიტევებს
დაფიქრდი, რა სჯობია, იყო ის, ვინც აწყენინა, თუ ვისაც აწყენინეს? უეჭველი უმჯობესია უდანაშაულო იყო, ვიდრე - დამნაშავე.
თქვენი მტერი მიტევების ღირსი არ არის! მაგრამ განა იესო ქრისტე არ არის იმის ღირსი, რომ მისადმი სიყვარულის გამო შეუნდოთ მოყვასს, რომელმაც გული გატკინათ?
გაიხსენე ქრისტე, რომელმაც სისხლი დაღვარა მათთვისაც კი, ვინც მის სისხლს ღვრიდა; გაიხსენე ის, რომელმაც ჯვრიდან აღავლინა ლოცვა მათთვის, ვინც ჯვარს აცვა იგი; და შენ აღარ იფიქრებ მტრისადმი შურისძიებაზე, არამედ სულგრძელად აპატიებ მათ
ჩემთვის მთელი დღის განმავლობაში ყველაზე ბედნიერი წუთებია, როცა სერობის შემდეგ მუხლს ვიდრეკ და ვამბობ: `მამანო და ძმანო, შემინდეთ მე ცოდვილს და ყოვლადწმიდა ღმერთი მოგიტევებთ თქვენ”.