ღვთის წყალობა, მოწყალება - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის წყალობა, მოწყალება - ციტატები, გამონათქვამები ღვთის წყალობა, მოწყალება, გამონათქვამები
განაგრძე მიწიერი მოწყალება და გაგრძელდება ზეციური წყალობა შენს მიმართ
მიწაზე ქველმოქმედნო, ადიდეთ ზეციური ქველმოქმედი, რომელიც მოწყალების მადლს გიბოძებთ.
ო, საბრალო მიწაზე მოგზაურები! სად მივდივართ, თუკი არ მივუყვებით ქრისტიანული მოწყალების გზას ქრისტეს მოწყალებისაკენ.
განა ღვთის უდიდესი წყალობა არ არის ჩვენზე, რომ ყველას გვაქვს უფლება, ჩვენი ცოდვები მოწყალებით გამოვისყიდოთ?
ღვთის წყალობაა ჩვენზე, როდესაც სხვისი დახმარების შესაძლებლობა გვეძლევა
გამოკვებე გლახაკები - ისინი საუკუნო მსაჯულის გულს მოალბობენ შენდამი
ღატაკ და გაჭირვებულ ადამიანს ღმერთი მიაწვდის, რადგან იგი არავის ტოვებს; მაგრამ შენ უპოვარის გაძევებით განეშორე ღვთის მიერ ბოძებულ პატივს, ამით კი ღვთის მადლი განიშორე.