რამდენადაც გულმოდგინეა მლოცველი, იმდენად განიწმინდება მისი გული, ნათლდება გონება, კეთილშობილი ხდება მისი განწყობა, მით მეტად განეფინება ღვთის სასუფევლის სიხარული და მისი არსებობა ღვთის ხატად შექმნილ ადამიანში, რომლისთვისაც ღმერთკა...
იხილეთ სრულად
რამდენადაც გულმოდგინეა მლოცველი, იმდენად განიწმინდება მისი გული, ნათლდება გონება, კეთილშობილი ხდება მისი განწყობა, მით მეტად განეფინება ღვთის სასუფევლის სიხარული და მისი არსებობა ღვთის ხატად შექმნილ ადამიანში, რომლისთვისაც ღმერთკაცმა იესომ კიდით კიდემდე გადაფარა ცა და ქვეყანა თავისი სახიერებით, ვნებითა და აღდგომით.
იესოს სახელის გარდა არც ერთ სახელს არ ძალუძს ჩვენში არსებული ვნებების დაძლევა. იესოს სახელის გარდა სხვა სახელით ვერ შევძლებთ ჩვენი გულიდან წყვდიადის გაფანტვას და გონებაში მოელვარე ნათელი შემეცნების გამობრწყინებას. ამ სახელით უნდა ...
იხილეთ სრულად
იესოს სახელის გარდა არც ერთ სახელს არ ძალუძს ჩვენში არსებული ვნებების დაძლევა. იესოს სახელის გარდა სხვა სახელით ვერ შევძლებთ ჩვენი გულიდან წყვდიადის გაფანტვას და გონებაში მოელვარე ნათელი შემეცნების გამობრწყინებას. ამ სახელით უნდა აღვიჭურვოთ და ყველა ომსა და ბრძოლაში შეწევნისთვის იესოს ვუხმოთ, როგორც მხედართმთავარს. ის კი პირველივე ხმობაზე ჩვენ გვერდით გაჩნდება. მაშინ სული სიმამაცით აგვევსება და იესოს წინამძღოლობით უშიშრად გავემართებით უხილავ ომში...
იღვაწეთ იესოს ლოცვით, თუ გსურთ, რომ ქრისტე თქვენს სულებში დაემკვიდროს. მაშინ ეს დიდად გამოცდილი მხედართმთავარი ჩვენი თანამებრძოლი გახდება, ჩვენთვის იბრძოლებს და გამარჯვებას მოგვანიჭებს.
გამხნევდით და ნუ გეშინიათ, ქრისტეს მტკიცე რწმენა გქონდეთ. ის ყოვლისშემძლეა. როგორც არ უნდა გამძვინვარდეს სატანა, ქრისტეს წინაშე, მისი ძლიერების წინაშე ეშმაკის ყველა მანქანება განქარდება.