სიკეთე - ციტატები, გამონათქვამები
სიკეთე - ციტატები, გამონათქვამები სიკეთე, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
უდიდესი მიწიერი სიკეთეც საკუთარ თავში ატარებს მწუხარების ჩანასახს იმაზე ფიქრით, რომ ის ოდესმე დამთავრდება.
ის მოქალაქე იდგამს მარადიულ ძეგლს თავის მამულში, ვინც თესავს მასში ერთადერთ მარადიულს - ზნეობრივ სიკეთეს.
ამქვეყნიური სიკეთე ვარდს ჰგავს, რომელიც სახილველად მშვენიერია და კეთილსურნელოვანი, ღერო კი ეკლიანი აქვს.
157. ყველა სიკეთე უფლისგან მომდინარეობს განგებულებითად და მათი მატარებელნი სიკეთეთა მსახურები არიან.
ბუნებრივიც რომ იყოს სიკეთის ძიება, უგუნურებაა, ეძიო იგი თავდავიწყებით და დაკარგო საუკეთესო ზეციური.
რა სასარგებლოა მდიდრისათვის ყველა სიკეთის ფლობა, როდესაც იგი არ ფლობს უფალს - უმაღლეს სიკეთეს?
724. თუკი მესტუმრება ისეთი ადამიანი, რომლის შესახებაც შევიტყობ, რომ ცოდვითაა დაცემული, უხალისოდ ვუღებ კარს. გამართლებულია თუ არა ჩემი საქციელი?
57. სიკეთის მოქმედი და საზღაურის მაძიებელი ადამიანი მონაა არა უფლისა, არამედ საკუთარი ნებისა.
მწუხარებისას სიკეთის იმედს ნუ დაკარგავ და საქმის წარმატებით მსვლელობისას მწუხარებას ელოდე.