თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
ჩვენს მდაბალ იესოს ევედრეთ ლოცვაში, მოგმადლოთ სიმდაბლისა და სიმშვიდის სული, როგორც თავადვე ამბობს წმინდა სახარებაში: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი“ (მათ. 11, 29).
ჩემო სანატრელო შვილებო, თქვენ ნამდვილად არ გყოფნით ეს უწმინდესი სათნოება – სიმდაბლე. ქედმაღლობას, ამ საშინელ ბოროტებას, ადამიანებისთვის ყოველგვარი უბედურება მოაქვს. ჭეშმარიტად – სიმდაბლე სიწმინდეა!
ქრისტე იმ სულში ვერ განისვენებს, რომელიც სიმდაბლის სურნელებას არ აფრქვევს და ამპარტავნების სიმყრალის გამო განეშორება მას.
იესო ქრისტეს სიმდაბლის არდაგი მოირტყით წელზე და ყველაფერში დაემორჩილეთ, რომ თქვენს გულებში ყოველთა ღმერთი მიიღოთ.