თუ არ შეგიძლიან რომ სრულიად გამოსცვალო შენი ცხოვრება, სრულიდ უარჰყო პირველნი შენნი ცოდვანი, ვნებანი და ნაკლულევანებანი და ცუდნი ჩვეულებანი, ერთი რომელიმე შენი ცოდვა მაინც უარჰყავ და მით დასდევ დასაწყისი შენისა მოქცევისა და უმჯობეს...
იხილეთ სრულად
თუ არ შეგიძლიან რომ სრულიად გამოსცვალო შენი ცხოვრება, სრულიდ უარჰყო პირველნი შენნი ცოდვანი, ვნებანი და ნაკლულევანებანი და ცუდნი ჩვეულებანი, ერთი რომელიმე შენი ცოდვა მაინც უარჰყავ და მით დასდევ დასაწყისი შენისა მოქცევისა და უმჯობესობისა; ერთი მაინც რომელიმე ცოდვა შენი დასტოვე. იქმნება გქონდა ვისზედმე უკმაყოფილება, ან შური, შეურიგდი მას გულწრფელად და ნუღარა გახსოვს ძვირი მას ზედა და მით დაამტკიცე, რომ სწორეთ გსურს ამიერითგან უმჯობესად იცხოვრო; ან, ...
ყოველი ცოდვის მოქმედი ქრისტიანე არის ქრისტეს მოღალატე. ნუ იყოფინ ჩვენდა ესრეთ, არამედ ვევედროთ ქრისტესა ღმერთსა რათა მოგვცეს მისი შეურყეველი ერთგულება. ამინ.
ეს არის პირველი პირობა, რომელსა მოითხოვს ჩვენგან უფალი იესო ქრისტე იგი გიბრძანებს შენ, ძმაო, რათა დაივიწყო, მოიძულო ის შენი მანუგეშებელი ცოდვა, რომელი სუფევს შენს ბუნებასა შინა.
ჭკუა ცოდვილისა კაცისა არის დაბნელებული და დამონებული ცოდვასა, რომელ ცოდვა ხშირად გარდაექცევა მას ჩვეულებად; არამედ იგი ხშირად გარდაექცევა მეორე ბუნებად; იგი მიიღებს ბუნებაზედ უდიდესსა ძალასა და შეჰკრავს კაცსა განუწყვეტელითა საკვრე...
იხილეთ სრულად
ჭკუა ცოდვილისა კაცისა არის დაბნელებული და დამონებული ცოდვასა, რომელ ცოდვა ხშირად გარდაექცევა მას ჩვეულებად; არამედ იგი ხშირად გარდაექცევა მეორე ბუნებად; იგი მიიღებს ბუნებაზედ უდიდესსა ძალასა და შეჰკრავს კაცსა განუწყვეტელითა საკვრელითა.
თვითოეულს ცოდვასა აქვს თვისი წყარო და ფესვი გულსა შინა ჩვენსა; ყოველნი ცოდვანი წარმოსდგებიან და გამოჩნდებიან რომელთამე ცუდთა თვისებათა და ბოროტთა მიდრეკილებათაგან ჩვენთა; თითოეულსა კაცსა, ძმანო ჩემნო, აქვს თვისნი საკუთარნი ჩვეულებ...
იხილეთ სრულად
თვითოეულს ცოდვასა აქვს თვისი წყარო და ფესვი გულსა შინა ჩვენსა; ყოველნი ცოდვანი წარმოსდგებიან და გამოჩნდებიან რომელთამე ცუდთა თვისებათა და ბოროტთა მიდრეკილებათაგან ჩვენთა; თითოეულსა კაცსა, ძმანო ჩემნო, აქვს თვისნი საკუთარნი ჩვეულებანი და მიდრეკილებანი, რომელნი შეადგენენ მისსა ხასიათსა, მაგალითებრ, ერთი არის გულ-ფიცხელი და ეს გულ-ფიცხელობა მისი შეიქმნება წყაროდ მრავალთა მისთა ცოდვათა; მეორე არის ამპარტავანი ანუ თავხედი, და ამისათვის შთავარდება მრავ...
აქა, ამ ქვეყანაზედ კაცი, თუმცა ადვილად და ხშირად სცოდავს, გარნა ის იმედი აქვს, რომ ცოდვასა მისსა არავინ არ შეიტყობს. ყოველი კაცი თავის მომწონე არის; ყოველ კაცს ეშინიან, რომ ვინმე ცუდი რაიმე არ იფიქროს მას ზედა: ყოველი კაცი ცდილობს...
იხილეთ სრულად
აქა, ამ ქვეყანაზედ კაცი, თუმცა ადვილად და ხშირად სცოდავს, გარნა ის იმედი აქვს, რომ ცოდვასა მისსა არავინ არ შეიტყობს. ყოველი კაცი თავის მომწონე არის; ყოველ კაცს ეშინიან, რომ ვინმე ცუდი რაიმე არ იფიქროს მას ზედა: ყოველი კაცი ცდილობს, რომ დამალოს და დაჰფაროს ყოველი ცოდვაი თვისი და ცუდნი თვისებანი. ცოდვას უყვარს სიბნელე და დუმილი; ეს უეჭველია და ჭეშმარიტი, რომ, უკეთუ კაცს არ შეეძლოს ამ სოფელში დაფარვა ცოდვისა თვისისა, უკეთუ იგი დარწმუნებული იყოს, რომ...
ცოდვა მხოლოდ იქამდინ უფლებს გულსა შინა კაცისასა, ვიდრემდის კაცს გონება აქვს დაფანტული, ვიდრემდის იგი არ მოეგო თავსა თვისსა. გარნა ამაოდ ცდილობს კაცი ცოდვილი სრულიად დაივიწყოს თავი თვისი და დააჩუმოს სინიდისი; ამაოდ ფიქრობს იგი, რომ...
იხილეთ სრულად
ცოდვა მხოლოდ იქამდინ უფლებს გულსა შინა კაცისასა, ვიდრემდის კაცს გონება აქვს დაფანტული, ვიდრემდის იგი არ მოეგო თავსა თვისსა. გარნა ამაოდ ცდილობს კაცი ცოდვილი სრულიად დაივიწყოს თავი თვისი და დააჩუმოს სინიდისი; ამაოდ ფიქრობს იგი, რომელ ცოდვა დააკმაყოფილებს მას და სრულიად დაავიწყებს სახლსა და მამულსა მისის მამისასა, რომელსა განეშორა იგი. (იგულისხმება მაცხოვრის მიერ თქმული იგავი უძღებ შვილზე, შდრ. ლუკა 15. 11–32). მოვა ჟამი, ოდეს სული მისი, შექმნილი ხ...
კაცი ცოდვილი, მიიღებს რა ღვთისაგან სამკვიდრებელსა თვისსა, ესე იგი ჭკუასა, გონებასა, სიმართლესა, სულსა და ხორცსა და ყოველსა, რაიცა აქვს კაცსა, განეშორება მამასა თვისსა ზეციურსა და დაღუპავს ამათ ყოველთა ცოდვასა და უსჯულოებასა შინა.