ლოცვა, ანუ გულმოდგინედ ღვთის ვედრება, არის დიდი და მაღალი მოვალეობა, ესრედ, რომელ, ვისაც ან არა ჰსურს, ან არ შეუძლია კარგად, გულითად ლოცვა, იგი ვგონებ, ქრისტიანეც არ არის. ხოლო ლოცვაში ჩვენ, ქრისტიანენი, ვხმარობთ პირჯვრის წერას. პ...
იხილეთ სრულად
ლოცვა, ანუ გულმოდგინედ ღვთის ვედრება, არის დიდი და მაღალი მოვალეობა, ესრედ, რომელ, ვისაც ან არა ჰსურს, ან არ შეუძლია კარგად, გულითად ლოცვა, იგი ვგონებ, ქრისტიანეც არ არის. ხოლო ლოცვაში ჩვენ, ქრისტიანენი, ვხმარობთ პირჯვრის წერას. პირჯვრის წერა, ვსთქვათ, არ არის უმთავრესი მოვალეობა, არამედ მცირედია. შეიძლება კაცი პირჯვარს არ იწერდეს, მაგრამ გული ჰქონდეს ღვთისადმი მიქცეული მდუღარითა ლოცვითა. გარნა, შეგვიძლია პირდაპირ ვსთქვათ, რომ ვინც პირჯვარს იწერს...
წირვის მოსმენას, ანუ საზოგადოდ რომ ვსთქვათ, ყოველს ლოცვას ორი კერძო აქვს. ყოველი ხორციელი მოძრაობა, რომელსა მოითხოვს ლოცვა, პირჯვრის წერა, მეტანია, სიტყვების წარმოთქმა, ესენი არიან გარეგანნი და უმცირესნი კერძონი ლოცვისა, ხოლო უმძი...
იხილეთ სრულად
წირვის მოსმენას, ანუ საზოგადოდ რომ ვსთქვათ, ყოველს ლოცვას ორი კერძო აქვს. ყოველი ხორციელი მოძრაობა, რომელსა მოითხოვს ლოცვა, პირჯვრის წერა, მეტანია, სიტყვების წარმოთქმა, ესენი არიან გარეგანნი და უმცირესნი კერძონი ლოცვისა, ხოლო უმძიმესი და უსაჭიროესი კერძო ლოცვისა არის გული შემუსვრილი და მდუღარე, სული და გონება მიქცეული და მიმსჭვალული ღვთისადმი, შიში და სასოება ღვთისა. გარნა, საუბედუროდ, შენ მხოლოდ ჰლოცულობ ენითა და არა გულითა, სხეული შენი მოძრაობს...
შენი ლოცვა უნდა იყოს მტკიცე და შეურყეველი. ნუ შეგეშინდება, ეჭვი ნუ მოგივა, თუ დიდხანს არ ისმინოს ღმერთმან ლოცვა შენი, არამედ ევედრე ღმერთსა უმეტესითა მორჩილებითა, სიმდაბლითა, ვითარცა ქანანელი დედაკაცი (შდრ. მათე 15.22–28). ნაცვლად...
იხილეთ სრულად
შენი ლოცვა უნდა იყოს მტკიცე და შეურყეველი. ნუ შეგეშინდება, ეჭვი ნუ მოგივა, თუ დიდხანს არ ისმინოს ღმერთმან ლოცვა შენი, არამედ ევედრე ღმერთსა უმეტესითა მორჩილებითა, სიმდაბლითა, ვითარცა ქანანელი დედაკაცი (შდრ. მათე 15.22–28). ნაცვლად შენი ვედრების აღსრულებისა, კიდეც რომ მისი წინააღმდეგი დაგემართოს, რაიმე შეურაცხყოფა, ანუ მწუხარება მოგაყენოს ღმერთმან, მაინც ნუ დაჰღონდები, არამედ უმეტესი სიმშვიდე და მორჩილება გამოაჩინე ლოცვასა შინა შენსა, ვითარცა ჰყო ...
ლოცვას და მარხვას დიდი და მაგარი კავშირი აქვს, ერთი მეორეს აამაღლებს, დაამტკიცებს. საღმრთო წერილიც ყოველგან ორივეს ერთად ახსენებს და აგრეთვე წმინდა მამანი. მაშასადამე, ერთი მათგანი არ იქნება საკმაოდ ნაყოფიერი, თუ მეორეც არ შეეწია.
ლოცვა არის პირდაპირი და ვიწრო კავშირი, შეერთება კაცის სულისა ღვთისა თანა. ხშირად გვესმის ეს სიტყვა, რომ ლოცვა არის უბნობა ღმერთთან, გარნა მეშინის, რომ არა საკმაოდ განვიზრახავთ რა დიდი ჰაზრი არის ამ სიტყვებში. მარტო ღმერთი არს კეთი...
იხილეთ სრულად
ლოცვა არის პირდაპირი და ვიწრო კავშირი, შეერთება კაცის სულისა ღვთისა თანა. ხშირად გვესმის ეს სიტყვა, რომ ლოცვა არის უბნობა ღმერთთან, გარნა მეშინის, რომ არა საკმაოდ განვიზრახავთ რა დიდი ჰაზრი არის ამ სიტყვებში. მარტო ღმერთი არს კეთილი, სახიერი, წმინდა; იგი არს წყარო, დასაბამი ყოვლისა სიცოცხლისა, ნეტარებისა, სიწმინდისა; გარეშე ღვთისა ყოველი ძნელი, უძლურება და სიკვდილი. გულწრფელს ლოცვაში კაცის სული შეუერთდება ამ წყაროს, სვამს თვით წყაროთაგან ღვთაებრი...
ჭეშმარიტი ღვთიური ლოცვა გაუჩენს კაცს გულში გამოუთქმელსა ნუგეშსა და სიხარულსა, ასე რომ კაცმან, რომელმან იგრძნო ტკბილი გემო ლოცვისა, ადვილად იტყვირთებს ცხოვრების სიმძიმესა ქვეყნისასა.
კაცსა ამპარტავანსა და თავხედსა არ შეუძლია გულწრფელად ილოცოს. ვიდრემდის კაცს არ გაუჩნდება გული შემუსვრილი, სული შემუსვრილი და დამდაბლებული, იგი ვერ დაემხობა ღვთის წინაშე სიმდაბლითა. იქნება მან პირჯვარი იწეროს, წირვა მოისმინოს, გარნ...
იხილეთ სრულად
კაცსა ამპარტავანსა და თავხედსა არ შეუძლია გულწრფელად ილოცოს. ვიდრემდის კაცს არ გაუჩნდება გული შემუსვრილი, სული შემუსვრილი და დამდაბლებული, იგი ვერ დაემხობა ღვთის წინაშე სიმდაბლითა. იქნება მან პირჯვარი იწეროს, წირვა მოისმინოს, გარნა ჭეშმარიტის ლოცვის მადლი მას არ გამოუცდია.
ლოცვა მარხვასთან შეერთებული, თუ კი იგი არის გულწრფელი, გააღვიძებს და გააცოცხლებს ყოველსა მას, რაიცა არის კაცის გულში და სულში კეთილი, წმინდა, პატიოსანი, ღვთიური, და დათრგუნავს, მოსპობს ყოველსა ბოროტსა სურვილსა და მიდრეკილებასა. თვ...
იხილეთ სრულად
ლოცვა მარხვასთან შეერთებული, თუ კი იგი არის გულწრფელი, გააღვიძებს და გააცოცხლებს ყოველსა მას, რაიცა არის კაცის გულში და სულში კეთილი, წმინდა, პატიოსანი, ღვთიური, და დათრგუნავს, მოსპობს ყოველსა ბოროტსა სურვილსა და მიდრეკილებასა. თვით ჟამსა მყუდრო, წრფელი ლოცვისასა კაცის გულში დადუმებულია უნებლივად ყოველი ვნება და ცოდვა, და თუ კაცი ხშირად განიმეორებს მხურვალებით ლოცვასა, მაშინ სრულიად დაიძინებს და დაიმალება მის შორის ცუდი სურვილი და ყოველი გულისთქმ...
ვინც პირჯვარს იწერს დაუდევნელად, უგემურად, დაზარებით, იგი მით წაახდენს მთელსა თვისსა ლოცვასა. შეხედე ზოგიერთს, როგორი ურწმუნო და ცრუ არის მისი პირჯვრის წერა. ზოგი ნახევარ პირჯვარს იწერს, ზოგი ერთობ მოკლეს, თითქოს რცხვენია სრული ჯვ...
იხილეთ სრულად
ვინც პირჯვარს იწერს დაუდევნელად, უგემურად, დაზარებით, იგი მით წაახდენს მთელსა თვისსა ლოცვასა. შეხედე ზოგიერთს, როგორი ურწმუნო და ცრუ არის მისი პირჯვრის წერა. ზოგი ნახევარ პირჯვარს იწერს, ზოგი ერთობ მოკლეს, თითქოს რცხვენია სრული ჯვარის გამოხატვა გულზე. ზოგიერთი პირჯვარს იწერს და იქით–აქეთ იხედება, ანუ სხვას ელაპარაკება. ვინ დაიჯერებს, რომ ესრეთნი პირჯვრის მწერელნი მხურვალედ და ლმობიერად ლოცულობენ თავიანთ გულში?
ჭეშმარიტად ის ლოცულობს, ვისაც ლოცვის დროს მოუვა ცრემლი უნებლიედ. შენ იქნება, ძმაო, ერთხელაც არ გილოცავს ცრემლით. მიცვალებულის ტირილზედ რომ წახვალ, მიცვალებულის კუბოსთან რომ დაიჩოქებ, მაშინ მრავალს ცრემლს გადმოყრი სრულიად უსარგებლო...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტად ის ლოცულობს, ვისაც ლოცვის დროს მოუვა ცრემლი უნებლიედ. შენ იქნება, ძმაო, ერთხელაც არ გილოცავს ცრემლით. მიცვალებულის ტირილზედ რომ წახვალ, მიცვალებულის კუბოსთან რომ დაიჩოქებ, მაშინ მრავალს ცრემლს გადმოყრი სრულიად უსარგებლოდ და შენი სულისათვის ერთხელაც ერთი ცრემლიც არ მოგსვლია. გებრალება მიცვალებული და მისი მონათესავე მოტირალნი. და შენი სული არ გებრალება? ისიც მკვდარია მრავალთა ცოდვათაგან და საუკუნო სიკვდილი მოელის მას, თუ ლოცვაში არ იტირე...