ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
როგორადაც შეუძლებელია, რომ კეთილად იცხოვროს კაცმა, თუ კეთილი ლოცვა არ იცის, მზგავსადვე, შეუძლებელია კეთილად, ნაყოფიერად ილოცოს კაცმა, თუ არ სურს ატაროს ქრისტიანულად ცხოვრება. ჩვენ ცუდად ვსცხოვრობთ მისთვის, რომ ცუდად ვლოცულობთ; გარ... იხილეთ სრულად
შემდგომად ლოცვისა საჭიროა, რომ თვით საქმით ვეძიებდეთ და ვასრულებდეთ მას, რაც ვთხოვეთ ღმერთსა ლოცვაში.
თვით ლოცვის დროს საჭიროა და მიუცილებელი, რომ ჩვენი გრძნობა, განზრახვა და სული ეთანხმებოდეს ლოცვაში წართქმულ სიტყვებსა, რომ ნამდვილად გვსურდეს ის, რასაც წარვსთქვამთ სიტყვებით.
პირველ ლოცვისა საჭიროა მომზადება, დალაგება სულისა და გულისა. „ლოცვის დაწყებადმდე განამზადე თავი შენი და ნუ იქმნები, ვითარცა კაცი გამომცდელი ღვთისა“ – იტყვის ისუ ზირაქი (18.23). კაცი ვინმე ხელმწიფესთან წარდგომად თუ მიდის, ბეჯითად ... იხილეთ სრულად
სამი ნაკლულევანება აქვს ჩვენს ლოცვას, რომლისა გამო იგი ხშირად არა თუ სასარგებლო შეიქმნება, არამედ უკანონო და წინააღმდეგი. პირველად, ჩვენ ვლოცულობთ მოუმზადებელად; მეორედ, ვლოცულობთ, მაგრამ მართლა კი არ გვსურს გულწრფელად, რასაც ვითხ... იხილეთ სრულად
მოყვსის განკითხვა და დაწუნება ყოველთვის ცოდვა არის, გარნა ლოცვაში უდიდესი ცოდვაა. ლოცვაში კაცი თავის თავს უნდა დაიწუნებდეს, კიდეც მართალი და კარგი კაციც რომ იყოს და არა სხვას ვისმეს მოყვასთაგანს განიკითხავდეს.
ლოცვაში კაცს უნდა ჰქონდეს სული შემუსვრილი და დამდაბლებული. ლოცვაში კაცი თვითონვე უნდა ამტყუნებდეს თავის თავს, ცოდვებს ნანობდეს, ღმერთს თავის უღირსებას შეაბრალებდეს.
უმეტესი შვება და ზოგჯერ გამოუთქმელი ნუგეშიც მიეცემა მგლოვარეს, ოდეს იგი შეაერთებს ცრემლსა ლოცვასა თანა. ვინც ერთხელ ცრემლით ილოცა წინაშე ხატისა, მას კიდეც გამოუცდია, რომელ არცა ერთი ნუგეში არ დაატკბობს გულსა კაცისასა მზგავსად ამის... იხილეთ სრულად
როგორც საკმეველი არის კეთილსუნნელოვანი და კვამლი მისი ადის ზეცას, ეგრედვე შენიცა ლოცვა უნდა იყოს ღვთის წინაშე შეზავებული გულის სიტკბოებით და ზეცად აღიწეოდეს.
ისეთი მწუხარება არ ექმნება კაცს გულში, რომელი არ დააცხროს და არ განაქარვოს მხურვალემ და ერთგულმა ლოცვამ. თუ ერთხელ მიეჩვიე და ისწავლე, რა არის ერთგული და მხურვალე ლოცვა, უმჯობესს ნუგეშს ვერსად ვერ პოვებ. ადვილად მოითმენს და ადვილა... იხილეთ სრულად