"განკითხვა მიტაცება არს მხოლოდშობილისა პატივისა და დამაქცეველი სულისა" (იოანე კიბისაღმწერელი). ამ ცოდვით ყველაზე მეტად ისინი არიან დამძიმებულნი, საკუთარ თავს კარგად რომ არ იცნობენ, არ იციან, რა არის ჭეშმარიტი სინანული და ბოლოს, არ...
იხილეთ სრულად
"განკითხვა მიტაცება არს მხოლოდშობილისა პატივისა და დამაქცეველი სულისა" (იოანე კიბისაღმწერელი). ამ ცოდვით ყველაზე მეტად ისინი არიან დამძიმებულნი, საკუთარ თავს კარგად რომ არ იცნობენ, არ იციან, რა არის ჭეშმარიტი სინანული და ბოლოს, არ იციან, საქმენი ეშმაკისანი, რომელიც ყოვლის ღონით ცდილობს ჩვენი სულის დაღუპვას.
ნამდვილი ქრისტიანის მთელი მოღვაწეობა განსახიერებაა ჭეშმარიტი სიყვარულისა და სათნოებისა, რადგანაც იგი გრძნობს, რომ უფალი უსაზღვროდ მოსიყვარულე, მოწყალე და ცოდვათა მიმტევებელია. სწორედ ამგვარი რწმენა აძლევს პიროვნებას ძალას, თვითონა...
იხილეთ სრულად
ნამდვილი ქრისტიანის მთელი მოღვაწეობა განსახიერებაა ჭეშმარიტი სიყვარულისა და სათნოებისა, რადგანაც იგი გრძნობს, რომ უფალი უსაზღვროდ მოსიყვარულე, მოწყალე და ცოდვათა მიმტევებელია. სწორედ ამგვარი რწმენა აძლევს პიროვნებას ძალას, თვითონაც აპატიოს და დაფაროს მოყვასის შეცოდებანი და განწმედის კიბეზე ამაღლებულმა თქვას: "მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა".
ის, ვინც ულმობლად უნდა განვსაჯოთ (და გვაქვს კიდევაც ამის უფლება) – ეს ჩვენი ბოროტი "მე" არის. თუ თვითონვე დავსჯით მას ამ ცხოვრებაში მის მიერ ჩადენილი ცოდვებისათვის და არ მოვიკვეთთ ამასთანავე საკუთარ ბოროტ სურვილებს, მაშინ ისინი სა...
იხილეთ სრულად
ის, ვინც ულმობლად უნდა განვსაჯოთ (და გვაქვს კიდევაც ამის უფლება) – ეს ჩვენი ბოროტი "მე" არის. თუ თვითონვე დავსჯით მას ამ ცხოვრებაში მის მიერ ჩადენილი ცოდვებისათვის და არ მოვიკვეთთ ამასთანავე საკუთარ ბოროტ სურვილებს, მაშინ ისინი სამუდამოდ დაგვტანჯავენ.
ტანჯვის დამთმენნი უფრო მეტ ჯილდოს იღებენ, ვიდრე მოწამენი, თუკი ისინი სიხარულით ითმენენ და არ განიკითხავენ თავიანთ მტანჯველებს და მადლობენ მათ ცოდვებისაგან განშორებისათვის ან ჯილდოსათვის (თუ ისინი არაფერში არიან დამნაშავენი) და გვი...
იხილეთ სრულად
ტანჯვის დამთმენნი უფრო მეტ ჯილდოს იღებენ, ვიდრე მოწამენი, თუკი ისინი სიხარულით ითმენენ და არ განიკითხავენ თავიანთ მტანჯველებს და მადლობენ მათ ცოდვებისაგან განშორებისათვის ან ჯილდოსათვის (თუ ისინი არაფერში არიან დამნაშავენი) და გვირგვინისათვის, რომელიც მათ ტანჯვის დათმენისათვის ქრისტესაგან მიეცემათ.
ყველა ადამიანს გააჩნია ცოტაოდენი განსჯის უნარი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ამას უმეტესწილად არა საკუთარ თავთან მიმართებაში ვიყენებთ, არამედ ჩვენს თანამოძმეებთან ურთიერთობაში (რომ ვინმეს ისინი სხვებზე უკეთესი არ ეგონოს) და ამ საღმრთო...
იხილეთ სრულად
ყველა ადამიანს გააჩნია ცოტაოდენი განსჯის უნარი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ამას უმეტესწილად არა საკუთარ თავთან მიმართებაში ვიყენებთ, არამედ ჩვენს თანამოძმეებთან ურთიერთობაში (რომ ვინმეს ისინი სხვებზე უკეთესი არ ეგონოს) და ამ საღმრთო უნარს სხვების განკითხვით ვბილწავთ – მათი განსჯითა და გამოსწორების მოთხოვნილებით; თუმცაღა, გვმართებდა მხოლოდ საკუთარი თავისთვის მოგვეთხოვა აუცილებლობა გამოსწორებისა, რომელსაც ვერ გაუბედნია შემართებით მოსაგრეობა, ვნებების...
როცა ადამიანს სულიერი სიჯანსაღის მოპოვება სურს, გაძლიერებულად უნდა იმოღვაწეოს, დიდი თავმდაბლობა იქონიოს, არავის ცოდვები არ უნდა განიხილოს და განიკითხოს – მხოლოდ საკუთარი თავი განსაჯოს.
ნუ განსჯი შენი აზრისა და წარმოდგენის მიხედვით, ვიღაცის გადმოცემის, მითქმა-მოთქმისა თუ ჭორების საფუძველზე რომ შეგექმნა, არამედ მიბაძე ღმერთს, რომელმაც თქვა: "ღაღადებაი სოდომისაი და გომორისაი განმრავლებულ არს და ცოდვანი მათნი დიდ არ...
იხილეთ სრულად
ნუ განსჯი შენი აზრისა და წარმოდგენის მიხედვით, ვიღაცის გადმოცემის, მითქმა-მოთქმისა თუ ჭორების საფუძველზე რომ შეგექმნა, არამედ მიბაძე ღმერთს, რომელმაც თქვა: "ღაღადებაი სოდომისაი და გომორისაი განმრავლებულ არს და ცოდვანი მათნი დიდ არიან. გარდავიდე და ვიხილო, უკუეთუ ღაღადებისაებრ მათისა, რომელნი მოიწევიან ჩემდა, ეგრეთ აღესრულებიან". თუ შენგან კანონი მოითხოვს ვინმეს განსჯას, ზუსტად გამოიძიე საქმე და მხოლოდ მაშინ გამოიტანე მსჯავრი: იგივე კანონი ხომ მოყ...
წმ. დავით მეფემ შესცოდა, მაგრამ კარგა ხანს (როგორც ხშირად ემართებათ ხოლმე ცოდვის უფსკრულში ჩავარდნილებს) ვერ მიხვდა და ვერ გააცნობიერა თავისი დაცემა. ღმერთმა ნათან წინასწარმეტყველს უბრძანა, ემხილებინა იგი. წინასწარმეტყველმა მეფეს ...
იხილეთ სრულად
წმ. დავით მეფემ შესცოდა, მაგრამ კარგა ხანს (როგორც ხშირად ემართებათ ხოლმე ცოდვის უფსკრულში ჩავარდნილებს) ვერ მიხვდა და ვერ გააცნობიერა თავისი დაცემა. ღმერთმა ნათან წინასწარმეტყველს უბრძანა, ემხილებინა იგი. წინასწარმეტყველმა მეფეს იგავურად აღუწერა მისი მდგომარეობა და სთხოვა, განესაჯა და დაესაჯა დამნაშავე. მეფემ უმალ გამოიტანა განაჩენი, რომელიც სიმკაცრით ბევრად აღემატებოდა კანონის მოთხოვნას (2 მეფ. 12, 1-4). ასეთია ჩვენი დაცემული ბუნება! ჩვენი ცოდვ...
დამნაშავეთა განკითხვასა და დასჯას წინ განსჯა უნდა უძღოდეს. ეს დაავიწყდა მოციქულთა სწორ იმპერატორ კონსტანტინესაც, რომელმაც სიკვდილით დასაჯა თავისი კეთილშობილი, ყველასათვის საყვარელი ძე – კრისპოსი. კრისპოსს დედინაცვალმა იმავე მიზეზ...
იხილეთ სრულად
დამნაშავეთა განკითხვასა და დასჯას წინ განსჯა უნდა უძღოდეს. ეს დაავიწყდა მოციქულთა სწორ იმპერატორ კონსტანტინესაც, რომელმაც სიკვდილით დასაჯა თავისი კეთილშობილი, ყველასათვის საყვარელი ძე – კრისპოსი. კრისპოსს დედინაცვალმა იმავე მიზეზით დასწამა ცილი, რომლითაც იოსებს – ეგვიპტელმა ქალმა. ამის შემდეგ სიმართლე გამომჟღავნდა, მეფე ღრმა მწუხარებას მიეცა, ტირილი და გლოვა დაიწყო, შეინანა თავისი დაუფიქრებელი საქციელი და მოვალედ მიიჩნია თავი, რაკი უდანაშაულო მო...