შრომა - ციტატები, გამონათქვამები
შრომა - ციტატები, გამონათქვამები შრომა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ადამიანი, რომელსაც შეუძლია და არ შრომობს და სხვის ხარჯზე ცხოვრებას ამჯობინებს, გაკიცხვასა და განსჯას იმსახურებს.
მშობლები, რომლებიც ფიზიკური შრომისათვის ვერ იმეტებენ პატარებს, სინამდვილეში დიდ ბოროტებას სჩადიან, რადგან შვილებს, როგორც ოჯახისთვის, ისე, საერთოდ, ცხოვრებისათვის მოუმზადებელს ზრდიან. კარგ ოჯახში თითოეულ მის წევრს თავისი საქმე აქვ... იხილეთ სრულად
ადამიანში, რომელიც არ შრომობს, ხდება ენერგიის ლპობა და გახრწნა, რაც შემდეგ იწვევს საერთო გულგრილობას, ნიჰილიზმს, სასოწარკვეთილებას, ეს კი საბოლოო ჯამში ფიზიკურ ან სულიერ დაავადებებში გამოვლინდება.
ბევრმა არ იცის, რაოდენ სასიამოვნოა შრომით დაღლა, თუ მისი ნაყოფი სიკეთის მომტანია და სიხარულს ანიჭებს სხვებს.
შრომა, როგორც წერია ბიბლიაში და ჩვენი ყოფაც ნათლად მოწმობს, არის ადამიანის მიწიერი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. იგია კურთხევა ღვთისა, რომლის შედეგიც არის სიუხვე, სიხარული და მშვიდობა. უფალი ბრძანებს: "პიროფლიანი სჭამდე პურს, ვიდრე... იხილეთ სრულად
როდესაც ვლაპარაკობთ სასწავლო პროგრამების რეორგანიზაციაზე, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ შრომის სწავლებაზეც, რათა აღვზარდოთ ისეთი პიროვნებები, რომელთათვისაც შრომა იქნება ბუნებრივი სასიცოცხლო მოთხოვნილება. სამწუხაროდ, არც ოჯახში, არც სკო... იხილეთ სრულად
ჩვენი ცხოვრებისა და საქმიანობის ყველაზე საიმედო საყრდენი და ორიენტირი არის მართლმადიდებლური სარწმუნოება. მე ხაზს ვუსვამ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, რადგან სწორედ არასწორი სარწმუნოება აშორებს ყველაზე ხშირად ადამიანს ჭეშმარიტების... იხილეთ სრულად
გახსოვდეთ, ლოცვისა და დაუღალავი შრომის გარეშე ღვთის სათნოს ვერაფერს გავაკეთებთ: ვერც მიწის ნაყოფს მოვიპოვებთ, ვერც ნამდვილ სრულ ცოდნას შევიძენთ, ვერც სულიერ ცხოვრებაში მივაღწევთ რამეს. ღვაწლის გარეშე წარმოუდგენელია იმ ზნეობრივი თვ... იხილეთ სრულად
ექვსი დღე იშრომე და ოფლით შენით ჭამე პური შენი არსობისა, - გვიბრძანებს უფალი. ეს დასჯა კი არა, კურთხევაა ღვთისა.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ შრომა, შრომა დაუღალავი და თავდადებული, მსგავსად იმ ქვეყნის მოქალაქეებისა, რომელთა ყოფასაც შევნატრით. ხშირად მეკითხებიან: რა ვქნა, შესაძლებლობები არა მაქვს, რომ სერიოზულ საქმეს მოვკიდო ხელიო. გზის დასაწყისშ... იხილეთ სრულად