იფიქრე სიკვდილზე, რომლის მოსვლაც უეჭველი და სარწმუნოა. ოჰ, სიკვდილი! სიკვდილის ფიალა მწარეა სულისთვის, რომელიც მისი ძალით ხორცს ეყრება. როგორი სინანული გველის დაუდევრად და დათმობით ჩადენილი საქმეების გამო! სინდისი ჯოჯოხეთივით დაგვ...
იხილეთ სრულად
იფიქრე სიკვდილზე, რომლის მოსვლაც უეჭველი და სარწმუნოა. ოჰ, სიკვდილი! სიკვდილის ფიალა მწარეა სულისთვის, რომელიც მისი ძალით ხორცს ეყრება. როგორი სინანული გველის დაუდევრად და დათმობით ჩადენილი საქმეების გამო! სინდისი ჯოჯოხეთივით დაგვტანჯავს.მაშ, ახლა რატომ უნდა გვძლიოს ცოდვით ტკბობამ, რომლის გამოც მრავალი უკურნებელი ტკივილი მოგვეზღვება.
ამქვეყნიური სიამოვნება დიდი შრომითა და გარჯით მიიღწევა, წამიერ ტკბობას მრავალგვარი უარყოფითი შედეგი მოსდევს. აქედან გამომდინარე, მას შეუსაბამოდ ეწოდება სიამოვნება. ღვთაებრივ შვებას ასეთი შედეგი არ მოჰყვება, რადგან სულიერი ტკბობა დ...
იხილეთ სრულად
ამქვეყნიური სიამოვნება დიდი შრომითა და გარჯით მიიღწევა, წამიერ ტკბობას მრავალგვარი უარყოფითი შედეგი მოსდევს. აქედან გამომდინარე, მას შეუსაბამოდ ეწოდება სიამოვნება. ღვთაებრივ შვებას ასეთი შედეგი არ მოჰყვება, რადგან სულიერი ტკბობა დედამიწაზე მრავალი განცხრომისა და სიამის საწყისია ცათა სასუფეველში. ამის საპირისპიროდ, გარყვნილი ადამიანი ამსოფლიური ტკბობის სანაცვლოდ იძულებულია საუკუნო სასჯელი ეშმაკთან – ბიწიერების მთავარ მოთავესთან ერთად გაიზიაროს.