ბავშვებში სიამაყესა და სიძუნწესთან ერთად ძალიან გავრცელებულია არანაკლებ საშიში ნაკლი – შური, ანუ ახლობლის მიმართ არაკეთილმოსურნეობა. შურიანი კაცი, მოწყენილია და იტანჯება როცა მისი ახლობელი ბედნიერია, ხოლო გახარებულია მაშინ როცა მა...
იხილეთ სრულად
ბავშვებში სიამაყესა და სიძუნწესთან ერთად ძალიან გავრცელებულია არანაკლებ საშიში ნაკლი – შური, ანუ ახლობლის მიმართ არაკეთილმოსურნეობა. შურიანი კაცი, მოწყენილია და იტანჯება როცა მისი ახლობელი ბედნიერია, ხოლო გახარებულია მაშინ როცა მას უჭირს. ასეთი საქციელი აღმაშფოთებელია განსაკუთრებით ბავშვებში.
link
ძმისა მიმართ შურსა ჰყოფ: აქ ერთი საშიში საქმე არის: მე ვსძრწი რომ ეშმაკის მსგავსად ღვთის-მოძულე არ შეიქმნა. იოანე ღვთის-მეტყველი და მახარებელი თვისთა კათოლიკეთა შინა იტყვის: "უკეთუ ვინმე ჰსთქუას, ღმერთი მიყუარს და ძმა თვისი სძულდე...
იხილეთ სრულად
ძმისა მიმართ შურსა ჰყოფ: აქ ერთი საშიში საქმე არის: მე ვსძრწი რომ ეშმაკის მსგავსად ღვთის-მოძულე არ შეიქმნა. იოანე ღვთის-მეტყველი და მახარებელი თვისთა კათოლიკეთა შინა იტყვის: "უკეთუ ვინმე ჰსთქუას, ღმერთი მიყუარს და ძმა თვისი სძულდეს, იგი მტყუარ არს". ეგრეთუე მოციქულის სიტყვისაებრ მე გეტყვი, თუ ძმისა მიმართ შურსა და მტერობასა ჯყოფ, ეს რომ სთქუა: ღვთისა მიმართ მტერობას არა ვყოფ, მტყუარი იქმნები: თუ ღმერთს არა სძულობ, ძმის შურს რად ჰყოფ?
link
შური სიხენეშისა ეშმაკთა თანა ქვესკნელად ჯოჯოხეთისად შთაიყვანების, ვითარ იგი სიცრუისა მღვდელნი შთახადნა ქვესკნელთა შინა ჯოჯოხეთისათა
ყველა სნეულებას, და მათ შორის შურსაც, თავისი წამალი აქვს, - წამალი შურისა ქრისტეს სიყვარულია. შურსა და სიძულვილს ქრისტიანული სიყვარული აიძულებს
უპირველესი ჩვენი ვნება შურია. რაღაც განსხვავებული მიდრეკილება გვაქვს ამ საშინელი ვნებისადმი. მოვა ოდესმე ის ჟამი, როცა ბოლოს და ბოლოს შევიტყობთ, რა გვტანჯავს და რა გვაკლებს სულიერსა და ხორციელ კეთილდღეობასა და და წარმაწებას; მოვა ...
იხილეთ სრულად
უპირველესი ჩვენი ვნება შურია. რაღაც განსხვავებული მიდრეკილება გვაქვს ამ საშინელი ვნებისადმი. მოვა ოდესმე ის ჟამი, როცა ბოლოს და ბოლოს შევიტყობთ, რა გვტანჯავს და რა გვაკლებს სულიერსა და ხორციელ კეთილდღეობასა და და წარმაწებას; მოვა ოდესმე ის დრო, როცა მადლი ღმრთისა ჩვენს გულებს განანათლებს და ბოლოს და ბოლოს ვიტყვით: აი, ჩვენი მომაკვდინებელი მტერი, აი, ვინ გვტანჯავდა და ვინ გვაშორებდა ქრისტეს მადლსა და ყოველს სიკეთეს! ჭეშმარიტად შურია ერთი დიდი და უ...
link
უკეთუ ვინმე გულში ამგვარ მწუხარებას იგრძნობს და თავისი მდგომარეობის გარკვევას არ შეეცდება, საფრთხეში აღმოჩნდება და ქრისტეს მადლს სრულიად დაკარგავს, რადგან შური და მადლი ქრისტესი, შური და სიყვარული ერთ გულში ერთად ვერ გაჩერდებიან. ...
იხილეთ სრულად
უკეთუ ვინმე გულში ამგვარ მწუხარებას იგრძნობს და თავისი მდგომარეობის გარკვევას არ შეეცდება, საფრთხეში აღმოჩნდება და ქრისტეს მადლს სრულიად დაკარგავს, რადგან შური და მადლი ქრისტესი, შური და სიყვარული ერთ გულში ერთად ვერ გაჩერდებიან. ესაა პირველი მიზეზი, რომლის გამოც ამ საშინელ ვნებას უნდა ვუფრთხოდეთ. მეორე მიზეზი, რომელიც ამ ცოდვას ჩვენი სულის უსაშინლეს მტრად აქცევს, ისაა, რომ შურს სხვა მრავალნი ცოდვანიც მოჰყვებიან.
link
სად უნდა იპოვოს კაცმან ადგილი ისეთი, რომ შურის მწერავს თვალსა განერებს? - ვერსადა, ვგონებ, თვინიერ საფლავისა, რადგან ყოველმან თვალი მეშურნისა ძმის ბედნიერების შავის ლაქის დამკვრელად. ან ვითარ შესძლოს კაცმან ცხოვრება, რომ შურსა გან...
იხილეთ სრულად
სად უნდა იპოვოს კაცმან ადგილი ისეთი, რომ შურის მწერავს თვალსა განერებს? - ვერსადა, ვგონებ, თვინიერ საფლავისა, რადგან ყოველმან თვალი მეშურნისა ძმის ბედნიერების შავის ლაქის დამკვრელად. ან ვითარ შესძლოს კაცმან ცხოვრება, რომ შურსა განერეს?! - შეუძლებელია.
link
თუ რამ კეთილი შეგშურდა, ითხოვე ღვთისაგან და მიიღე: უტყუელი სიტყუა მამისა აღგითქუამს: "ითხოვდით და მოგეცეთ". აქ ძმისა მიმართ შური რად უნდა გაქუნდეს, თუ ღვთის სიძულვილი და მტერობა არ გაქუს? ეგების ჰგონო, შურისაგან რამე მოიგო? აქ ერთ...
იხილეთ სრულად
თუ რამ კეთილი შეგშურდა, ითხოვე ღვთისაგან და მიიღე: უტყუელი სიტყუა მამისა აღგითქუამს: "ითხოვდით და მოგეცეთ". აქ ძმისა მიმართ შური რად უნდა გაქუნდეს, თუ ღვთის სიძულვილი და მტერობა არ გაქუს? ეგების ჰგონო, შურისაგან რამე მოიგო? აქ ერთი მაგალითი უნდა მოვიღოთ ამისი საჩუენებელი, რომ შურისაგან ვერას მოიგებ: ეშმაკს ადამის შურდა და მტერად აღუდგა, მაგრამ ეშმაკმან დიდება ვერა შეიძინა რა; ეგრეთუე შენ ძმის შურით და მტერობით დიდებას ვერას შეიძენ
link
ეგრეთვე შენ ძმისა მიმართ შურს ჰყოფ: შენ სიკუდილს, ესე იგი წარწყმედას მიეცემი და უმანკო შენი ძმა უვნოდ განერება. თუ ოქრო და ვერცხლი გშურს, აქაც დაბნელების საქმეში ხარ, ამისთვის, რომ უფალი ღმერთი წინასწარმეტყველის პირით ბრძანებს: "ჩ...
იხილეთ სრულად
ეგრეთვე შენ ძმისა მიმართ შურს ჰყოფ: შენ სიკუდილს, ესე იგი წარწყმედას მიეცემი და უმანკო შენი ძმა უვნოდ განერება. თუ ოქრო და ვერცხლი გშურს, აქაც დაბნელების საქმეში ხარ, ამისთვის, რომ უფალი ღმერთი წინასწარმეტყველის პირით ბრძანებს: "ჩემი არს ოქრო და ვერცხლი და ვისა მინდეს მივსცე იგი;" მისთვის ინება და მას მისცა. თუ მომცემელისა ღვთისა შურს დაიწყებ, ასე უგუნურებობა იქმნება, რომ სიტყვიერთა-თანა აღარ შეირაცხება: მიხედე ამ უგუნურებას, მზის შური რომ ვინმემ...
link
ქვეყანამ იცის, რომ შური ბრმა არი, იქ აჩვენებს იგი მტერსა, სადაც მოყვარეა, და იქ აჩვენებს მოყვარესა, სადაც მართალი მტერია.