თუ ძე ღვთისა ხარ, ეუბნებოდნენ იესო ქრისტეს იუდეველები, მაშინ ჩამოდი ჯვრიდან და გიწამებთ (მთ. 27, 40-42). სწორედ იმიტომ არ ჩამოვიდა, რომ ძე ღვთისაა. მან იწინასწარმეტყველა, რომ უნდა მოკვდეს ჯვარზე და ის კვდება. მართლაც ადამიანისთვის...
იხილეთ სრულად
თუ ძე ღვთისა ხარ, ეუბნებოდნენ იესო ქრისტეს იუდეველები, მაშინ ჩამოდი ჯვრიდან და გიწამებთ (მთ. 27, 40-42). სწორედ იმიტომ არ ჩამოვიდა, რომ ძე ღვთისაა. მან იწინასწარმეტყველა, რომ უნდა მოკვდეს ჯვარზე და ის კვდება. მართლაც ადამიანისთვის რაღაც განსაკუთრებული რამ იქნებოდა - ჩამოსულიყო ჯვრიდან და თავი გადაერჩინა: მაგრამ მხოლოდ ღვთისთვის არის ღირსეული და მხოლოდ მისთვის არის შესაძლებელი იზეიმოს ჯვარზე, ჯვრიდან მოიზიდოს მთელი სამყარო, დარჩეს ცოცხალი სიკვდილი...
link
ჯვრის სკოლა - საუკეთესო სკოლაა. ჯვრის სკოლა გადააქცევს: უგუნურს - გონიერად, ჭკვიანს კი ბრძნად; ამაყს - მდაბლად, მდაბალს - სიმდაბლისმოყვარედ; უკეთურს კეთილად, კეთილს - უკეთესად; სუსტს - ძლიერად, ძლიერს - უძლეველად.
ერთხელ როდესაც ნეტარი იოანე ლოცვად იდგა, მას სულიერი თვალი აეხილა და იხილა ეშმაკები. მათ ღვთის კაცთან მიახლოება ვერ გაბედეს, მაგრამ განდგომაც არ სურდათ. როდესაც ასე შეშინებულებს ხედავდა, წმიდანმა ჰკითხა, თუ რისი ეშინოდათ ყველაზე მ...
იხილეთ სრულად
ერთხელ როდესაც ნეტარი იოანე ლოცვად იდგა, მას სულიერი თვალი აეხილა და იხილა ეშმაკები. მათ ღვთის კაცთან მიახლოება ვერ გაბედეს, მაგრამ განდგომაც არ სურდათ. როდესაც ასე შეშინებულებს ხედავდა, წმიდანმა ჰკითხა, თუ რისი ეშინოდათ ყველაზე მეტად? – „სამი რამის, – უპასუხეს ეშმაკებმა, – მისი, რასაც ქრისტიანები გულზე ატარებენ; რითაც ქრისტიანები ეკლესიაში განიბანებიან და – რასაც ისინი ეკლესიაში იგემებენ“. – „ამ სამთაგან უფრო მეტად რომელია თქვენთვის საშიში?“ – კ...
link
ჯვრის ამაღლებით გამოიხატება მთელი ცხოვრება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ჯვარი წარმოადგენს უფლის ორი დამახასიათებელი თვისების შეერთებას: მიუწვდომელი მისი დამცირებისა, და უმაღლესი მისი დიდების შეერთებას; მიუხედავად მათი დაპირისპირე...
იხილეთ სრულად
ჯვრის ამაღლებით გამოიხატება მთელი ცხოვრება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ჯვარი წარმოადგენს უფლის ორი დამახასიათებელი თვისების შეერთებას: მიუწვდომელი მისი დამცირებისა, და უმაღლესი მისი დიდების შეერთებას; მიუხედავად მათი დაპირისპირებული მდებარეობისა, და ამაცე დროს მათ შორის ერთიანობისა, ისინი ურთიერთის გადაკვეთით უკვე ჯვარსა ქმნიან.
link
ჯვარის ამაღლება ჩვენ მოგვაგონებს უფლის მთელ ცხოვრებას. მაგრამ ამასთან ერთად ჯვარის ამაღლებით ისიც გამოიხატება, რაც უნდა მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში. ასე, საყვარელნო, ჩვენც გველის დიდება, მსგავსი იმისა, რომელშიც შევიდა უფალი და მაცხოარ...
იხილეთ სრულად
ჯვარის ამაღლება ჩვენ მოგვაგონებს უფლის მთელ ცხოვრებას. მაგრამ ამასთან ერთად ჯვარის ამაღლებით ისიც გამოიხატება, რაც უნდა მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში. ასე, საყვარელნო, ჩვენც გველის დიდება, მსგავსი იმისა, რომელშიც შევიდა უფალი და მაცხოარი ჩვენი. მაგრამ ის გზაც მოგველის ამ დიდების მისაღწევად, რომელიც მან თვით განიცადა, - გზა ჯვარისა და თავგანწირულებისა, გზა სიმშვიდისა და მოთმინებისა სიკვდილის დღემდე.
ჯვარის ამაღლების დროს უნდა გვახსოვდეს, რომ საჭიროა აღმ...
link
ჯვარზე ძლიერი არაფერია, რა თქმა უნდა, ზედ ქრისტე რომ არის გაკრული, ამიტომ. ნათლობის ჯვარზე ძვირფასი ჯვარი არ არსებობს, ის თქვენს სახელზეა ნაკურთხი და სხვას არ მისცეთ. არ შეიძლება ჯვარი ერთი წამითაც რომ მოიხსნათ. ზოგი იტყვის, როდეს...
იხილეთ სრულად
ჯვარზე ძლიერი არაფერია, რა თქმა უნდა, ზედ ქრისტე რომ არის გაკრული, ამიტომ. ნათლობის ჯვარზე ძვირფასი ჯვარი არ არსებობს, ის თქვენს სახელზეა ნაკურთხი და სხვას არ მისცეთ. არ შეიძლება ჯვარი ერთი წამითაც რომ მოიხსნათ. ზოგი იტყვის, როდესაც აბანოში ვარ და ჭუჭყიანი წყალი ესხმება ჯვარს, რა ვქნათო. არც მაშინ მოიხსნათ, რადგან ჯვარი წმენდს იმ წყალს. ჯვრის გარეშე შეიძლება ბოროტი დაგეტაკოთ. არც ცოლ-ქმრული ურთიერთობის დროს მოიხსნათ ჯვარი.
ჯვირას ან დღესასწაულებზ...
link
ღვთისაკენ სწრაფვა, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს სიყვარულს ადამიანისადმი. პირიქით, სწორედ ადამიანისადმი სიყვარულია მასწავლებელი ღვთის საიყვარულისა, განმსაზღვრელია იმისა, თუ რამდენად ძლიერად გვიყვარს ღმერთი. ამის მანიშნებელია ჯვრის ...
იხილეთ სრულად
ღვთისაკენ სწრაფვა, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს სიყვარულს ადამიანისადმი. პირიქით, სწორედ ადამიანისადმი სიყვარულია მასწავლებელი ღვთის საიყვარულისა, განმსაზღვრელია იმისა, თუ რამდენად ძლიერად გვიყვარს ღმერთი. ამის მანიშნებელია ჯვრის ორი ურთიერთგადამკვეთი ღერძი: ჰორიზონტალური გამომხატველია ადამიანისადმი სიყვარულისა - უნდა ვისწრაფოდეთ, რომ თავგანწირული სიყვარულით გვიყვარდეს ადამიანი; ხოლო ვერტიკალური ღერძი მანიშნებელია თავგანწირული სწრაფვისა ღვთისაკენ...
link
ოროეაც ქრისტეანი ჯვარს უყურებს ძირს დაყვანილს, მაშინ მან უნდა წარმოიდგინოს სხვადასხვა გვარისა და სახის უფლის დამცირებანი, სახელდობრ: ზეციური ტახტის დატოვება და ქვეყნად მოსვლა, ქალწული მარიამისაგან მუცლადღება, შობა და ბაგად მიწვენა...
იხილეთ სრულად
ოროეაც ქრისტეანი ჯვარს უყურებს ძირს დაყვანილს, მაშინ მან უნდა წარმოიდგინოს სხვადასხვა გვარისა და სახის უფლის დამცირებანი, სახელდობრ: ზეციური ტახტის დატოვება და ქვეყნად მოსვლა, ქალწული მარიამისაგან მუცლადღება, შობა და ბაგად მიწვენა, წინადაცვეთა, იროდი მეფის დევნის გამო ეგვიპტედ ლტოლვა, 30 წლის განმავლობაში უამბოდ ყოფნა, ისე რომ, ნაზარეთმა არაფერი მის შესახებ არ იცოდა; იოანესაგან მდ. იორდანეში ნათლისღება, ეშმაკისაგან გამოცდა, მისი მოწაფის და მოციქუ...
link
როდესაც ქრისტეანი ჯვარს უყურებს ზეამაღლებულს, მან მაშინ უნდა წარმოიდგინოს შემდგომითი-შემდგომი დიდება ძისა კაცისა, რომელსაც მისი საწყისი კიდევ მის ღრმა დამცირებათა შიგან აქვს, როგორიცაა: ანგელოზების გალობა დაუსაბამო გვილის შობის დრ...
იხილეთ სრულად
როდესაც ქრისტეანი ჯვარს უყურებს ზეამაღლებულს, მან მაშინ უნდა წარმოიდგინოს შემდგომითი-შემდგომი დიდება ძისა კაცისა, რომელსაც მისი საწყისი კიდევ მის ღრმა დამცირებათა შიგან აქვს, როგორიცაა: ანგელოზების გალობა დაუსაბამო გვილის შობის დროს, ხმა მამა ზეციურ ღმერთისაგან, რომელიც ქრისტეს მის საყვარელ ძედ უწოდებს ნათლისღების დროს, და თაბორის მთაზე ფერისცვალების დროს, მისი სიტყვით, ბრმათათვის თვალების ახილვა, ყრუთათვის სმენის დაბრუნება, ბოროტი სულის განდევნა...
link
მინდა გითხრათ, რომ ჯვარი საიდუმლოებაა, ისევე, როგორც სხვა წმიდა საიდუმლოებანი, რომელნიც ქრისტეს ეკლესიაში აღესრულება, აღვასრულებთ ამ წმიდა საიდუმლოებებს, მაგრამ იქნებ, ჯვრის მიმართაც იმგვარი დამოკიდებულება გვაქვს, როგორც ხშირად სხ...
იხილეთ სრულად
მინდა გითხრათ, რომ ჯვარი საიდუმლოებაა, ისევე, როგორც სხვა წმიდა საიდუმლოებანი, რომელნიც ქრისტეს ეკლესიაში აღესრულება, აღვასრულებთ ამ წმიდა საიდუმლოებებს, მაგრამ იქნებ, ჯვრის მიმართაც იმგვარი დამოკიდებულება გვაქვს, როგორც ხშირად სხვა საიდუმლოთა აღსრულებისას - მშრალი, რიტუალური დამოკიდებულება. აი, მე ჯვარს დავიკიდებ და ყველაფერი კარგად იქნება; სახლს ვაკურთხებ - ყველაფერი კარგად იქნება. ჯვარს დავიწერ - ყველაფერი კარგად იქნება. ბოლოს გავკადნიერდები დ...
link