ღვთის ქმნილებათაგან ერთადერთმა ადამიანმა მიიღო მეტყველების ნიჭი. წმიდა მამები ამით ადამიანში ღვთის „ხატებას“ ხედავენ, იმიტომ, რომ თვით ღმერთი განგვეცხადა ჩვენ, როგორც სიტყვა (იოან. 1, 1). მაგრამ ეს უმაღლესი ნიჭი ამავდროულად უდიდეს...
იხილეთ სრულად
ღვთის ქმნილებათაგან ერთადერთმა ადამიანმა მიიღო მეტყველების ნიჭი. წმიდა მამები ამით ადამიანში ღვთის „ხატებას“ ხედავენ, იმიტომ, რომ თვით ღმერთი განგვეცხადა ჩვენ, როგორც სიტყვა (იოან. 1, 1). მაგრამ ეს უმაღლესი ნიჭი ამავდროულად უდიდეს საფრთხედაც გვევლინება. როდესაც ჭეშმარიტად გამოხატავს ადამიანის არსს, მის თვითგამოხატულებას, ეს ნიჭი სწორედ ამიტომ შეიძლება იქცეს დაცემის, თვითგანადგურების, სიცრუის და ცოდვის მიზეზად. სიტყვა აცხოვნებს და მოაკვდინებს; სიტ...
უშვერობას ნუ მიაჩვევ შენს პირს, რადგანაც მასშია მიზეზი ცოდვისა.
გახსოვდეს დედ-მამა, როცა დიდებულთა შორის ზიხარ, რათა თავი არ დაგავიწყდეს მათ წინაშე და ჩვეულების მიხედვით სისულელე არ ჩაიდინო; მაშინ ინატრებ, რომ არ დაბადებულიყ...
იხილეთ სრულად
უშვერობას ნუ მიაჩვევ შენს პირს, რადგანაც მასშია მიზეზი ცოდვისა.
გახსოვდეს დედ-მამა, როცა დიდებულთა შორის ზიხარ, რათა თავი არ დაგავიწყდეს მათ წინაშე და ჩვეულების მიხედვით სისულელე არ ჩაიდინო; მაშინ ინატრებ, რომ არ დაბადებულიყავი და შენი დაბადების დღეს დაწყევლი.
ლანძღვას მიჩვეული ადამიანი მთელი სიცოცხლის მანძილზე ვერ გამოსწორდება.
თ. 23-24
ვინც ვერ ახერხებს ლაგამი ამოსდოს ენას, მას უფრო მეტად უნდა ახსოვდეს წმიდა ეკლესიის მიერ უფლის მიმართ გამოთქმული: „დასდევ უფალო საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი ბაგეთა ჩემთა“ (ფს. 104, 3). ამასთან, განსაკუთრებით სულიერი ცხოვრების და...
იხილეთ სრულად
ვინც ვერ ახერხებს ლაგამი ამოსდოს ენას, მას უფრო მეტად უნდა ახსოვდეს წმიდა ეკლესიის მიერ უფლის მიმართ გამოთქმული: „დასდევ უფალო საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი ბაგეთა ჩემთა“ (ფს. 104, 3). ამასთან, განსაკუთრებით სულიერი ცხოვრების დამწყებს მართებს ჯეროვანი თავმდაბლური განსჯა, რომ ისინი, რომელბიც საკუთარ აზრებს გამოთქვამენ, ამას გულმეცნიერებით იქმან და ეს მათ შეეფერებათ; ხოლო შენ შენი თავი მათთან საუბრისათვის უღირსად ჩათვალე; როცა რაიმეს შგეკითხებიან...
ენა თავისთავად არ სცოდავს, იგი იმას ამბობს, რაც ადამიანს გულში აქვს. მაშასადამე, ვინც ყოველთვის გონივრულად და დინჯად ლაპარაკობს, მას გულიც და ხასიათიც კარგი აქვს და პირიქით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟა...
იხილეთ სრულად
ენა თავისთავად არ სცოდავს, იგი იმას ამბობს, რაც ადამიანს გულში აქვს. მაშასადამე, ვინც ყოველთვის გონივრულად და დინჯად ლაპარაკობს, მას გულიც და ხასიათიც კარგი აქვს და პირიქით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს ყოველი კაცი მის წინაშე პასუხს აგებს არა მხოლოდ საქმეებისათვის, არამედ სიტყვებისთვისაც.
ბოროტადმეტყველ კაცს განუკითხველი არავინ დარჩება, რას არ დააბრალებს იგი სხვას და რაში არ შეეპარება ეჭვი! თუ ნახა, რომ ვინმე ყოველდღე დადის ეკლესიაში და ყოველდღე ევედრება ღმერთს, იტყვის, ფარისეველიაო; თუ ნახა, რომ ყოველთვის არ დადის...
იხილეთ სრულად
ბოროტადმეტყველ კაცს განუკითხველი არავინ დარჩება, რას არ დააბრალებს იგი სხვას და რაში არ შეეპარება ეჭვი! თუ ნახა, რომ ვინმე ყოველდღე დადის ეკლესიაში და ყოველდღე ევედრება ღმერთს, იტყვის, ფარისეველიაო; თუ ნახა, რომ ყოველთვის არ დადის - ურწმუნოაო; თუ ვინმე სიმართლის თქმას ცდილობს, კაცთმოძულე არისო, კაცის სიკეთე არ სურსო; მშვიდი და მდაბალი კაცი არ მოსწონს - სუსტიაო; მტკიცე და მაგარი ხასიათის კაცზე იტყვის - სასტიკი და ფიცხელიაო და ა.შ. ერთი სიტყვით, ყო...
ერთმა თქვა: "ყოველთვის, როდესაც ადამიანებთან გავდივარ, უფრო ნაკლებად ადამიანი ვბრუნდები უკან". ჩვენ ხშირად ვართ ამ მდგომარეობაში, რადგან დუმილი უფრო ადვილია, ვიდრე ის, რომ საუბარში რაიმე ზედმეტი არ თქვა; უფრო ადვილია სახლში დარჩენ...
იხილეთ სრულად
ერთმა თქვა: "ყოველთვის, როდესაც ადამიანებთან გავდივარ, უფრო ნაკლებად ადამიანი ვბრუნდები უკან". ჩვენ ხშირად ვართ ამ მდგომარეობაში, რადგან დუმილი უფრო ადვილია, ვიდრე ის, რომ საუბარში რაიმე ზედმეტი არ თქვა; უფრო ადვილია სახლში დარჩენა, ვიდრე საზოგადოებაში მოუფრთხილდე საკუთარ თავს ისე, როგორც საჭიროა.
ვინც უდაბნოსა და მდუმარებაში ცხოვრობს, ის სამი განსაცდელისგან თავისუფალია: სმენის, ენისა და მზერისგან; მას მხოლოდ ერთი განსაცდელი აქვს - საკუთარი გულისგან
წყეულიმც იყოს დამსმენი და ცილისმწამებელი, რადგან ბევრი მშვიდობიანი ხალხები დაღუპეს.
მესამე ენამ ბევრი შეარყია და დევნა ისინი ხალხიდან ხალხში; მტკიცე ქალაქები დაარღვია და დიდებული სახლები დაამხო.
მესამე ენამ ქველი დედაკ...
იხილეთ სრულად
წყეულიმც იყოს დამსმენი და ცილისმწამებელი, რადგან ბევრი მშვიდობიანი ხალხები დაღუპეს.
მესამე ენამ ბევრი შეარყია და დევნა ისინი ხალხიდან ხალხში; მტკიცე ქალაქები დაარღვია და დიდებული სახლები დაამხო.
მესამე ენამ ქველი დედაკაცები განდევნა და მოწყვიტა ისინი თავიანთ ნაჯაფარს.
მოსვენებას ვერ იპოვის ჭორის მსმენელი და მშვიდად ვერ იცხოვრებს.
შოლტის ცემა წყლულებს აჩენს, ენით ცემა კი ძვლებს შემუსრავს.
მრავალნი დაეცნენ მახვილისაგან, მაგრამ უმრავლესნი ენით.
თ. 2...