წუთისოფლის ამაოება - ციტატები, გამონათქვამები
წუთისოფლის ამაოება - ციტატები, გამონათქვამები წუთისოფლის ამაოება, გამონათქვამები, ციტატები
ყოველივე სოფლისა მსწრაფლ წარმავალი არის; რადგან წარმავალი არის, ცოდვისაგან მოქცევას ნუ ჰყოვნით, თორემ სოფლის წარსულას მერმე სინანულის მუშაკობა აღარ არის. გესმის დიდი იერემია წინაისწარმეტყველისაგან: "წარხდა მკა და წარვიდა ლეწვა". უ... იხილეთ სრულად
წუთისოფლის სუფრა წვეულების სუფრა არ არის: ამ სუფრაზედ ყველამ თავის საკუთარი კერძი თვითონ უნდა მოიტანოს და დაიდგას, თვითონ უნდა მოჰსთესოს, მოჰხნას, მოიმკოს, მოზილოს და გამოაცხოს თავისი არსებითი პური. ამაების იქით ხსნა არ არის და ტყ... იხილეთ სრულად
შენ გემდურიან წუთისოფელო, ტკბილად ჩენილი, უხილავად მწვდელო ნაღვლის, წარმავალ სიბრძნით და ნუგეშით მომფონებელო, - გვინადირებ შენ, დაგვეკარგა რა ცნობა მაღლის. შენს იქით მხოლოდ გონება ჭვრეტს ციური ნათლით, იხილეთ სრულად
საყვარლისა სიახლოვე მოშორვება გაამწარებს,
ვა, საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს, აზეწარებს!
ნუ, ძმანო, ნუ საყვარელნო! ნუ მიენდობით სოფლისა ამის შვებათა და განცხრომათა, ნუ დაივიწყებთ დაუსრულებელსა მას საუკუნესა, არამედ თავითა დამდაბლებულითა მივეგებოდეთ სიმდაბლით მოსრულსა ქრისტესა, ღმერთსა ჩვენსა.
ნუ სცთებით, საყვარელნო, ნუ მიჰყოლიხართ სოფლისა ამის სიმუხთლესა, ნუ დაგივიწყებიესთ წარუვალი დიდება სასუფევლისა მის და ნეტარება ზეციური მცირისა და წუთისა ამის სოფლისათვის. რასა ხედავთ სოფელსა ამას შინა კეთილსა განგძობილსა და ... იხილეთ სრულად
ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა!
ყოვლის შენის მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?!
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა.
დიდება კაცთა უფრო მეტად შეიყვარეს, ვინემდის დიდება ღმრთისაი. და ვისაც კაცთ დიდება და ჟამიერი ბედნიერობა უფრო მეტად მოსწონს და მიაჩნია, ვინემდის ღმრთის დიდება და საუკუნოდ იმისი ნების მიყოლა, ის საპატიო კაცი ღმრთის სიმართლეს ვერ გაე... იხილეთ სრულად
ბინდის გვარია სოფელი, ეს თურე ამად ბინდდების,
კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების!"
არა არს სოფელსა ამას განსვენება, არცა კეთილი რამე მოუწყინარი, არცაღა გეხსოვნების, გუშინ რა კეთილი იხილე, ანუ ძოღან რა ბოროტი მოგეცა, და არცაღა იცი, ხვალე გინა მწუხრი რა ყოფად არს შენ ზედა. ვითარცა სიზმრისა წუხანდელისა ხსენება, ეს... იხილეთ სრულად