სიყვარული მოყვასისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული მოყვასისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული მოყვასისადმი, გამონათქვამები
როდესაც ძმათა კრებულს სიყვარული მართავს, მაშინ ქრისტე ყველაფერს უხილავად აკურთხებს: სიხარული, მშვიდობა და ძმებისთვის თავდადება ცეცხლივით ანთია თითოეული ძმის გულში, მაშინ ლოცვაც უფრო ძლიერი ხდება და რაც უფრო ძლიერდება, მით უფრო მდი... იხილეთ სრულად
შვილებო, „მოიღუაწე[თ] ღუაწლი იგი კეთილი“ (1 ტიმ. 6, 12). „ძმათ მოყუარებაი ეგენ“ (ებრ. 13, 1). სიყვარული ყოფილიყოს თქვენს კრებულში ყოველი მოქმედების საფუძველი. განეშოროს ეგოიზმი თქვენს ფიქრებსა და სიტყვებს.
რა გულითაც განვეწყობით ძმის მიმართ, ღვთის გულიც ასე განეწყობა ჩვენდამი. არ გინდა ღმერთმა შეცდომები გაპატიოს? არ გინდა მთელი გულით შეგიყვაროს? შენც მთელი გულით შეიყვარე და მიუტევე.
დააშავა თუ არა სხვამ, ეს არ არის გამოსაძიებელი, არამედ ის გამოვიძიოთ, ნამდვილად გვიყვარს თუ არა ძმა, გული ხომ არ გვაქვს დამძიმებული. მე ვარ დამნაშავე; მე უნდა შევცვალო ჩემი სული და შევიყვარო ძმა, მიუხედავად იმისა, რომ მასზე გაბრაზ... იხილეთ სრულად
თავის მართლება ნიშნავს, რომ მიზანს ავცდით. დააშავა თუ არა სხვამ, ეს არ არის გამოსაძიებელი, არამედ ის გამოვიძიოთ, ნამდვილად გვიყვარს თუ არა ძმა, გული ხომ არ გვაქვს დამძიმებული
თუკი გვსურს, რომ იესომ ჩვენს გულებში დაიმკვიდროს, გვიყვარდეს და დავმდაბლდეთ ისე, როგორც ქრისტე; მას ჩვენი ქედმაღლობით ნუღარ დავამწუხრებთ. ნუღარ გავაკრავთ ჯვარზე ძმური სიყვარულისგან დაცლილი ნათქვამითა და ქცევით; ნუღარ გავამწარებთ უ... იხილეთ სრულად
შვილო, ყურადღებით იყავი, რომ დიდი სიმდაბლე გქონდეს და მოძღვრის რჩევას დაემორჩილო. ყველა გიყვარდეს და შენს გულისსიტყვას არასოდეს დაუჯერო, არამედ ერთგულად მისდიე შენი მოძღვრის შეგონებებს.