საქმე - ციტატები, გამონათქვამები
საქმე - ციტატები, გამონათქვამები საქმე, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ვისაც რაიმეს გაკეთება სურს, მაგრამ არ ძალუძს, გულთამხილველი ღმერთის წინაშე ამ საქმის ჩამდენად შეირაცხება. ასე უნდა ვიფიქროთ როგორც კეთილ, ისე ბოროტ საქმეებზე.
ვინც საქმეებს თავს ანებებს და უბრალო ცოდნაში მტკიცდება, ორლესული მახვილის ნაცვლად ხელში ლერწამი უჭირავს, რომელიც საღმრთო წერილის თანახმად, ბრძოლის დროს ხელში შეერჭობა, გაუხვრეტს და, უწინარეს მტრისა, ქედმაღლობით მოწამლავს (ისაია 36... იხილეთ სრულად
ვინაიდან, როგორც სხეული მკვდარია სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმის გარეშე.
თ. 2-3
ვერცერთი სიტყვა, რომელიც საქმეს არ ეყრდნობა, ყურს ვერ გასცდება, მაგრამ როდესაც სიტყვა საქმესთან ერთიანდება, ცოცხლდება და გულამდე აღწევს.
ეშმაკი აბრკოლებს ყოველი კეთილი საქმის წამოწყებას, ეს არის კიდევაც სიკეთის ნიშანი. ამიტომაც ამ ნიშნით შეიძლება დაასკვნა, რომ დაწყებული საქმე უფლის ნებითაა.
დაე, ყოველი შენი წამოწყების თავი იყოს ღმერთი, რომელიც არის ყოველგვარი სიკეთის მიზეზი, რათა შენ მიერ წამოწყებული საქმე ღმერთის სახელით აღსრულდეს.
ნუ დაკმაყოფილდები აზრით, გრძნობით, სიტყვით იქ, სადაც შესაძლებელი და საჭიროც კია საქმე. კარგია, თუ ქვის გული არ გაქვს, მაგრამ ცუდია, თუ გაქვს მშრალი და მომჭირნე ხელი, რომელიც გლახაკს არ განიკითხავს.