ღვთის წყალობა, მოწყალება - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის წყალობა, მოწყალება - ციტატები, გამონათქვამები ღვთის წყალობა, მოწყალება, გამონათქვამები
"ღმერთი მოგცემს!" - ეუბნებიან ზოგიერთნი მათ, ვინც მოწყალებას სთხოვს. უგუნურად იქცევი, თუ ასე ექცევი გაჭირვებულ მოძმეს. ღატაკს უფალი გიგზავნის, შენ კი მას კვლავ ღმერთს უბრუნებ: "ღმერთი მოგცემს". ღმერთი კი აუცილებლად მისცემს, მაგრამ... იხილეთ სრულად
დღესასწაული უქმე როდია, არამედ დღესასწაულია, ე.ი. საამო ზეიმი სულისა - ღვთის უდიდეს წყალობათა შესაცნობად.
რაც მეტხანს ვთხოვთ უფალს, მით უფრო გულმოწყალეა იგი; რაც მეტხანს არ გვაძლევს, მით მეტს მოგვცემს; იმ დროს, როდესაც იგი არ გვისრულებს სათხოვარს, თითქოს ფიქრობს, რით დაგვაჯილდოვოს უკეთ.
ზოგიერთები ლოცულობენ და როდესაც ვერ იღებენ სათხოვარს, მათი ლოცვა გრილდება; მაგრამ შესაძლოა, უფალი უკვე ახლოს იყოს იმასთან, რომ მათი სათხოვარი შეესრულებინა; შესაძლოა, ლოცვა შეწყვიტეს მაშინ, როდესაც მათთან უკვე ახლოს იყო ღვთის წყალო... იხილეთ სრულად
როდესაც ღვთისგან წყალობა გვსურს, ჯერ უნდა ვაჩვენოთ, რომ ამ წყალობის ღირსნი ვართ.
შვილო, ხელს ნუ მოჰკიდებ მრავალ საქმეს, რადგან საქმეთა სიმრავლეში უცოდველი ვერ დარჩები და, თუ გამოეკიდები მათ, ვერ დაწევეი და გაქცევითაც ვერ გაექცევი. ზოგი შრომობს, ოფლს ღვრის და ჩქარობს, მაგრამ მაინც გაჭირვებაშია. ზოგი... იხილეთ სრულად
ლოცვა ოქროს გასაღებივით გვიხსნის ღვთის მოწყალებისა და გულუხვობის ყველა საუნჯეს.
ყოველი სათნოებისათვის საჭიროა შრომა, დრო და ჩვენი მონდომება და რაც მთავარია ღვთის შეწევნა. თუ ღმერთი არ შეგვეშველა, ამაოა ყოველი ჩვენი გარჯა, როგორც მიწის მუშაკისა. ვინაიდან, თუ ღმერთი არ შეეწევა და არ მისცემს წვიმას, ცუდად დაშვრე... იხილეთ სრულად