უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები
უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები უფალი იესო ქრისტე, გამონათქვამები, ციტატები
ყველაფერი მოითმინე. გახსოვდეს ქრისტე, რომელსაც ლანძღავდნენ, სილას აწნავდნენ, შოლტით სცემდნენ და ბოლოს ჯვარს აცვეს. მან კი ჩვენთვის ყველაფერი დაითმინა; ჩვენც, ვისაც ამდენი ცოდვა გვაქვს, მსგავსად უნდა მოვითმინოთ მისი სიყვარულისა და ... იხილეთ სრულად
განა უფალი ჩვენთვის არ შეიწირა მსხვერპლად? დიახ! ქრისტე ჯვარზე რომ არ ასულიყო სიკვდილისთვის, დღეს არ ვიქნებოდით ის, რაც ღვთის მადლით ვართ.
ქრისტე თავად ის არის, ვინც თმის თითოეულ ღერს აღრაცხავს. გვგონია, რომ მისი ნება-სურვილის გარეშე რაიმე მოხდება? და თუკი ღვთის განგება გვიცავს, რამ უნდა შეგვაშინოს? უფრო მეტად მისი გვეშინოდეს, ვისაც შეუძლია გეენიის ცეცხლში ჩაგვაგდოს ... იხილეთ სრულად
მაშ, გამხნევდით, შვილებო. ჩვენ მისი მიმდევრები ვართ, ვინც ჯვარს აცვეს. ჩვენც ჯვარს ვეცმევით განსაცდელებში, მასავით აღვდგებით და მასთან ერთად ვიდიდებით უკუნითი უკუნისამდე.