განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები
განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები განსაცდელები, გამონათქვამები, ციტატები
ზოგჯერ ზოგიერთი ადამიანი ღვთის ნებას ეძიებს; ზოგჯერ რომელიმე ვნებისგან გათავისუფლებას ითხოვს. ღმერთი უგზავნის მიზეზს, რაც სურვილს აუსრულებს, მას კი, ერთი შეხედვით, მდგომარეობა რთულად ეჩვენება და თავისი უყურადღებობით გამოწვეული გან... იხილეთ სრულად
მოდით, ღირსეულად და მხნედ ვებრძოლოთ ამ ცხოვრების ყოველ შემაჭირვებელ წინააღმდეგობას, სანამ ღმერთი გვიბრძანებს, რომ მივატოვოთ ყოველივე სააქაო და მარადიულ სამყოფელში დავემკვიდროთ.
განსაცდელი მოწმობს, რომ ღვთის შვილები ვართ და ეს არის დიდი სიხარულისა და პატივის მიზეზი. მაშ, გამხნევდი, შვილო, „დაუთმე უფალსა“ და ქმენ კეთილი.
ნუ დაკარგავ სიმხნევესა და სიმამაცეს. გამართლებ, როგორც ახალბედა მებრძოლს, მაგრამ თან გწვრთნი, რომ ეშმაკის მიერ აღძრულ ჭექა-ქუხილსა და ქარიშხლებს სძლიო.
მოთმინება, სულგრძელობა, კეთილგონიერება და კეთილგანწყობა გვმართებს, რომ გაიაროს განსაცდელმა. სიყვარული, თანადგომა, ძვირუხსენებლობა მოდიოდეს შენგან და ღმერთი ყველაფერს ისე მოაგვარებს, როგორც ჩვენს სულებს სჭირდება.
გისურვებ გრანიტის კლდის სიმტკიცეს, რომელზეც განსაცდელების ყველა ტალღა შეიმუსრება, შენ კი ღვთის რწმენაში უდრეკი დარჩები.
რაც შეეხება განსაცდელებს, ისინი გარდაუვალია, უნდა გვესმოდეს, რომ არასოდეს შეწყდება და მუდამ მზად უნდა ვიყოთ მოთმინებისთვის.