თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
სანამ სიმდაბლე არ გვყოფნის, ღმერთი არ შეწყვეტს განსაცდელებით ჩვენს დამდაბლებას, ვიდრე ამ მნიშვნელოვან და მაცხონებელ გაკვეთილს ვისწავლიდეთ.
გათელილ გზაზე სარეველა არ ამოდის; არც თავმდაბალ სულში აღმოცენდება ვნება და ბოროტება.
ნუ ხარ ჯიუტი, იყავი თავმდაბალი. ნუ გგონია, რომ რაღაცას წარმოადგენ, რადგან ეს ამპარტავნებაა, ღმერთს კი სძაგს ამპარტავნები.
სიმდაბლისა და ნამდვილი სინანულის გარეშე ადამიანი ვერ ცხონდება, თუნდაც სხვა ბევრი სათნოება ჰქონდეს.
ამპარტავნებამ გრგვინვით დასცა ზეციერ ანგელოზთა ძალების მთავარი – ლუციფერი – ბნელ ეშმაკად აქცია და საუკუნოდ წარწყმიდა. მაშინ, როცა იესოს სიმდაბლემ – „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქ... იხილეთ სრულად