ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ვინც ყველაზე მეტად გიყვარს, ჯერ იმათთვის დაიწყე ლოცვა, მაგალითად შენი შვილებისათვის, როდესაც მათთვის ილოცებ, შემდეგ ილოცე დანარჩენი ოჯახის წევრებისათვის, შემდეგ ყველა თქვენს ირგვლივ მყოფი მეზობლებისათვის, რომ მტერი არ გყავდეს, დალ... იხილეთ სრულად
თუ შენ ლოცულობ და ამ დროს მოგადგა ვინმე გაჭირვებული და გთხოვა დახმარება, შენ რომ არ მიეხმარო და უთხრა: ვლოცულობ, დავამთავრებ და მერე მოგხედავო, აი, ასეთი ლოცვა ღმერთს არ სჭირდება, ასეთ ლოცვაზეა ნათქვამი, ლოცვა ცოდვად შეერაცხაო
167. ლოცვის მცნების უგულებელმყოფელს უფრო დაუშვებელი ურჩობანი ისაკუთრებენ, რადგან ერთი მეორეს გადასცემს მას როგორც ბორკილდებულს.
108. რასაც კი ლოცვის გარეშე ვამბობთ ან ვაკეთებთ, ეს ყოველივე შემდეგში ან მცდარი აღმოჩნდება ან საზიანო და საქმეთა მიერ გვამხილებს ჩვენ ჩვენდა შეუცნობლად.
102. თუ გსურს, რომ მოკლე სიტყვით არგო სწავლისმოყვარეს, უჩვენე მას მლოცველობა, მართალმორწმუნეობა და მოსაწევართა დამთმენლობა, რადგან მართლაც ყველა სიკეთე ამათგან მოიპოვება.
98. შეუჭირვებლად მღვიძარე, სულგრძელი და მლოცველი ადამიანი თვალნათლივ წარმოჩნდება სულიწმინდის თანაზიარად, თუმცა ამათში შეჭირვებული და მაინც ნებსით დამთმენი, – ისიც, – მალევე მიემთხვევა შეწევნას.
95. არაფერია ლოცვაზე უფრო ძლიერმოქმედი, და არც მასზე უფრო სასარგებლო ღვთის სათნოყოფისათვის.
38. თუ ლოცვისას მოწყინება დაგეუფლება, ანთუ მრავალგვარად დაითრგუნები ბოროტებისგან, გაიხსენე აღსასრული და მწარე სასჯელნი, უმჯობესია კი, რომ ლოცვითა და სასოებით შეეტკბო ღმერთს (ფს. 72.28), ვიდრე ის, რომ გარეგანი გახსენებანი აღძრა, თუ... იხილეთ სრულად