6. თუ შენმა გულმა ბუნებით (ე.ი. მთელი არსებით) შეიძულა ცოდვა, დაუმარხებია იგი და თავისი თავი განუშორებია ცოდვის მიზეზთაგან. შენც შენს წინაშე წარმოაჩინე სატანჯველი, (ცოდვას რომ მოსდევს), იცოდე, რომ შენი შემწე თანამყოფია შენთან და ა...
იხილეთ სრულად
6. თუ შენმა გულმა ბუნებით (ე.ი. მთელი არსებით) შეიძულა ცოდვა, დაუმარხებია იგი და თავისი თავი განუშორებია ცოდვის მიზეზთაგან. შენც შენს წინაშე წარმოაჩინე სატანჯველი, (ცოდვას რომ მოსდევს), იცოდე, რომ შენი შემწე თანამყოფია შენთან და არანაირად არ დაამწუხრო იგი, არამედ ტირილით წარსდექი მის წინაშე და თქვი: "შენია წყალობა ჩემი ხსნისა, უფალო, რადგან არ ძალმიძს განვერიდო მტერთა ხელებს უკეთუ შენ არ შემეწევი". ილოცე გულით და იგი დაგიცავს შენ ყოველგვარი ბოროტ...
ლოცვის სახეობა მრავალია. ყველა მათგანი კარგია, თუ ადამიანი გაუცნობიერებელია და უბრალოებით ლოცულობს. მაგრამ თუ მას ვინმე დამოძღვრავს, ის კი არ დაუჯერებს, მაშინ მისი ლოცვის ძალისხმევა სხვა მიმართულებას იღებს და წარმოისვება ხიბლი
თავიდან, როცა ადამიანი სიწრფოებით ლოცულობს, რომელიც მას თავდაპირველად აქვს, მრავალი ცრემლის დათხევით - ეს ყველაფერი ღმრთის მადლია, განმწმენდელ მადლად წოდებული, რომელიც ანკესივით იჭერს ადამიანს და სინანულისაკენ მიჰყავს იგი
რადგან ჩვენ შევრყვენით ჩვენი გონება, ჩვენი გული და სხეული სიტყვით, საქმით და გულისხმისყოფით, აღარ გვაქვს კადნიერება. აღარ გვაქვს საქორწინე სამოსელი. ამიტომ უნდა განვიწმინდოთ: აღსარებით, ცრემლებით, სულის ტკივილით, და იმით, რაც ყოვე...
იხილეთ სრულად
რადგან ჩვენ შევრყვენით ჩვენი გონება, ჩვენი გული და სხეული სიტყვით, საქმით და გულისხმისყოფით, აღარ გვაქვს კადნიერება. აღარ გვაქვს საქორწინე სამოსელი. ამიტომ უნდა განვიწმინდოთ: აღსარებით, ცრემლებით, სულის ტკივილით, და იმით, რაც ყოველთა აღმატებულია - ლოცვით, რომელიც განწმენდს და სრულყოფს ადამიანს
ტკივნეული ლოცვა გლოვას შობს. გლოვას ცრემლები მოაქვს. ცრემლები, თავის მხრივ, უფრო სუფთა ლოცვას შობს. რადგან ცრემლები, როგორც კეთილსურნელოვანი მირონი, ჩამორეცხავს ჭუჭყს, და იწმინდება ღმრთის სუნთქვა, რომელიც, როგორც მტრედი, გამომწყვდ...
იხილეთ სრულად
ტკივნეული ლოცვა გლოვას შობს. გლოვას ცრემლები მოაქვს. ცრემლები, თავის მხრივ, უფრო სუფთა ლოცვას შობს. რადგან ცრემლები, როგორც კეთილსურნელოვანი მირონი, ჩამორეცხავს ჭუჭყს, და იწმინდება ღმრთის სუნთქვა, რომელიც, როგორც მტრედი, გამომწყვდეულია ოთხ კედელს შორის, როგორც ოთხ სტიქიაში... და მაშინ, როგორც კი დაირღვევა და დაეცემა კედლები, მტრედი აფრინდება თავის მამასთან, რომლისგანაც გამოვიდა
მამაო ჩვენო
ყოველივე ჭეშმარიტისა ქოისტიანობის პირველი დასამტკიცებელი და შესაწყნარებელი, ყოველთავე უწყით, ესე არს ორი ესე: პირველად, სარწმუნოება მართალი და მეორედ, საქმენი კეთილნი, ვითარცა დასწერს. მაგრამ ეს საუფო ლოცვა ვინათ...
იხილეთ სრულად
მამაო ჩვენო
ყოველივე ჭეშმარიტისა ქოისტიანობის პირველი დასამტკიცებელი და შესაწყნარებელი, ყოველთავე უწყით, ესე არს ორი ესე: პირველად, სარწმუნოება მართალი და მეორედ, საქმენი კეთილნი, ვითარცა დასწერს. მაგრამ ეს საუფო ლოცვა ვინათგან უფალმან იესომ წმიდასა სახარებასა შინა დაგვიწერა, ვითარმედ "რაჟამს ილოცვიდეთ, ესრეთ ჰსთქუათ: მამაო ჩვენო..." ეს დიახ, მტკიცედ მისაღებელი და შესაწყნარებელი არის. ამისთვის პირველად წინას სიტყვასა ამას დაგვარიგებს და გვიბრძანე...
პირველ ყოვლისა ლოცვის დროს საჭიროა ყურადღება, გულის ხმის ყოფა. ჩვენ-კი ხშირად ვიმეორებდით ზეპირად დასწავლილ ლოცვებს, ვისმენთ სხვის მიერ წაკითხულ წმიდა სიტყვებს, ვიწერთ პირჯვარსა, მოვიყრით მუხლსა, მაგრამ ყურადღება სხვა საგანზედ გვა...
იხილეთ სრულად
პირველ ყოვლისა ლოცვის დროს საჭიროა ყურადღება, გულის ხმის ყოფა. ჩვენ-კი ხშირად ვიმეორებდით ზეპირად დასწავლილ ლოცვებს, ვისმენთ სხვის მიერ წაკითხულ წმიდა სიტყვებს, ვიწერთ პირჯვარსა, მოვიყრით მუხლსა, მაგრამ ყურადღება სხვა საგანზედ გვაქვს მიქცეული, გვაგონდება ცოლი და შვილი, ნაცნობნი და მეგობარნი, მათი დავალება და საჭიროებანი. აბა ჩაეკითხენით ხანდის-ხან თქვენს გონებასა, რას მოგვითხრობდა წირვაზედ წაკითხული სამოციქულო ანუ სახარება, და დარწმუნდებით, რომ ტ...
პირველი მიზეზი ჩვენი ლოცვების წარუმატებლობისა არის უგულისყურობა ლოცვის დროს. ზოგნი შემოდიან ეკლესიაში, ამბობს წმ. იოანე ოქროპირი, ლოცვის უამრავ ტაეპს წაიკითხავენ და გადიან კარში ისე, რომ არ იციან რას, ან რაზე მეტყველებდნენ. და თუ ...
იხილეთ სრულად
პირველი მიზეზი ჩვენი ლოცვების წარუმატებლობისა არის უგულისყურობა ლოცვის დროს. ზოგნი შემოდიან ეკლესიაში, ამბობს წმ. იოანე ოქროპირი, ლოცვის უამრავ ტაეპს წაიკითხავენ და გადიან კარში ისე, რომ არ იციან რას, ან რაზე მეტყველებდნენ. და თუ შენ თვით არ გესმის თავისი ლოცვა, მაშინ როგორ გინდა, რომ უფალმა ყურადიღოს ლოცვა შენი?
მოდიან და მეკითხებიან: მამაო, როგორ ვილოცო? იცით, ეს რას მაგონებს? შვილს რომ დედა ენატრება, დაინახავს და იმას ფიქრობს, რომელი სიტყვებით მივმართოო. შენ ღმერთი შეიყვარე და, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ლოცვით მიმართავ. დიახ, მართალია...
იხილეთ სრულად
მოდიან და მეკითხებიან: მამაო, როგორ ვილოცო? იცით, ეს რას მაგონებს? შვილს რომ დედა ენატრება, დაინახავს და იმას ფიქრობს, რომელი სიტყვებით მივმართოო. შენ ღმერთი შეიყვარე და, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ლოცვით მიმართავ. დიახ, მართალია, არსებობს სხვადასხვა ლოცვა, მაგრამ განა ეს არის მთავარი? ამგვარად რომ ვუხსნით ხოლმე, ხშირად არ მოსწონთ, ბრკოლდებიან და უჭირთ მისი მიღება. მაშინ ვეუბნებოდით: მთავარია, კარგი ქრისტიანი იყო, ლოცვაში ხარისხია მნიშვნელოვანი,...