ჭეშმარიტი ლოცვა არის სულის მოძრაობა ზეციური მამისაკენ, როცა სული თითქმის გამოდის სხეულიდან და ცათა შინა შედის. ამ დროს ადამიანი ღმერთთან არამხოლოდ სიახლოვეს, არამედ ერთობას გრძნობს. როცა გულში ჭეშმარიტი ლოცვის მადლი გაჩნდება, იგი ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი ლოცვა არის სულის მოძრაობა ზეციური მამისაკენ, როცა სული თითქმის გამოდის სხეულიდან და ცათა შინა შედის. ამ დროს ადამიანი ღმერთთან არამხოლოდ სიახლოვეს, არამედ ერთობას გრძნობს. როცა გულში ჭეშმარიტი ლოცვის მადლი გაჩნდება, იგი ვითარცა მშიერი და მწყურვალე პურისა და სასმელისაკენ, ისე ისწრაფვის ღმრთისაკენ.
როცა ვამბობთ: მაკურთხე მამაო, ამით კონკრეტულ საკითხზე და მოქმედებაზე ვითხოვთ ღვთისაგან ლოცვა-კურთხევას ანუ ნებართვის მიღებას. ამისთვის მღვდელი ჯერ უნდა გაერკვეს, რა სურს ადამიანს და მხოლოდ ღვთის მოსაწონ საქმეზე უნდა გასცეს კურთხევ...
იხილეთ სრულად
როცა ვამბობთ: მაკურთხე მამაო, ამით კონკრეტულ საკითხზე და მოქმედებაზე ვითხოვთ ღვთისაგან ლოცვა-კურთხევას ანუ ნებართვის მიღებას. ამისთვის მღვდელი ჯერ უნდა გაერკვეს, რა სურს ადამიანს და მხოლოდ ღვთის მოსაწონ საქმეზე უნდა გასცეს კურთხევა. ეს თანხმობა ორიოდე სიტყვითაც გამოიხატება: ღმერთმა გაკურთხოს, უფალმა გაკურთხოს და სხვა.
ისიც მინდა გაუწყოთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა; ქალის თავი - კაცი; ხოლო ქრისტეს თავი - ღმერთი.
ყოველი კაცი, რომელიც თავდაბურული ლოცულობს ანდა წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს.
და ყოველი ქალი, რომელიც თავდაუბურავი ლ...
იხილეთ სრულად
ისიც მინდა გაუწყოთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა; ქალის თავი - კაცი; ხოლო ქრისტეს თავი - ღმერთი.
ყოველი კაცი, რომელიც თავდაბურული ლოცულობს ანდა წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს.
და ყოველი ქალი, რომელიც თავდაუბურავი ლოცულობს ანდა წინასწარმეტყველებს თავს ირცხვენს, რადგანაც ეს იგივეა, რომ თავგადაპარსული იყოს.
თავის მხრივ კურთხევა განსხვავდება ჩვეულებრივი დალოცვისაგან. როცა მორწმუნე ამბობს: დამლოცე მამაო და მღვდელი პასუხობს: ღმერთმა დაგლოცოს, უფალმა დაგლოცოს, ეს ზოგადი მნიშვნელობისაა და ერთდროულად მოიცავს ადამიანის ყოველგვარ სიკეთეს, დღ...
იხილეთ სრულად
თავის მხრივ კურთხევა განსხვავდება ჩვეულებრივი დალოცვისაგან. როცა მორწმუნე ამბობს: დამლოცე მამაო და მღვდელი პასუხობს: ღმერთმა დაგლოცოს, უფალმა დაგლოცოს, ეს ზოგადი მნიშვნელობისაა და ერთდროულად მოიცავს ადამიანის ყოველგვარ სიკეთეს, დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, სულიერებას და სხვა.
ყოველი საქმე და გულმოდგინე ლოცვამსხვერპლით შესწირე ღმერთს. სანამ ქრისტესთან მიხვალ, ეშმაკთან მოგიწევს ჭიდილი. ამიტომ ილოცა მუდამ. ილოცე. რაც შესძლო - ლოცვა მთებს სძრავს ადგილიდან.
ლოცვაზე ძრწოლით იდექი, როგორც მსჯავრდებული ავაზაკი დგას სამსჯავროს წინაშე, რათა შენი შინაგანი თუ გარეგნული შესახედაობით მართალი მსაჯულის რისხვა დააცრო: რადგან მას არ ძალუძს უგულებელყოს დაქვრივებული სული, რომელიც მწუხარედ დგას მის ...
იხილეთ სრულად
ლოცვაზე ძრწოლით იდექი, როგორც მსჯავრდებული ავაზაკი დგას სამსჯავროს წინაშე, რათა შენი შინაგანი თუ გარეგნული შესახედაობით მართალი მსაჯულის რისხვა დააცრო: რადგან მას არ ძალუძს უგულებელყოს დაქვრივებული სული, რომელიც მწუხარედ დგას მის წინაშე და აწყინებს ლოცვით მოუწყენელ ღმერთს.
შენ ვერ ხედავ, ყოველი აღსრულებული ლოცვისას რამდენი ეშმაკი ეცემა, რამდენი გარბის. შენ მხოლოდ მათ მიერ მოყენებულ ვნებას ხედავ. მაგრამ ისინიც იგვემებიან, ისინიც იტანჯებიან. ყოველთვის, როცა კი ვითმენთ, ასკინკილით გარბიან და ყოველი ლოც...
იხილეთ სრულად
შენ ვერ ხედავ, ყოველი აღსრულებული ლოცვისას რამდენი ეშმაკი ეცემა, რამდენი გარბის. შენ მხოლოდ მათ მიერ მოყენებულ ვნებას ხედავ. მაგრამ ისინიც იგვემებიან, ისინიც იტანჯებიან. ყოველთვის, როცა კი ვითმენთ, ასკინკილით გარბიან და ყოველი ლოცვისას, მწარედ იკოდებიან. ამრიგად, ნუ ელი, რომ ბრძოლის ჟამს, როცა შენ მტერს ისრებსა და ტყვიებს ესვრი, ის მარმელადით და შოკოლადით გაგიმასპინძლდება