ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ლოცვა ღვთისა და კაცის შეერთებაა ბუნებით; ხოლო - საქმით: ქვეყნიერების სიმტკიცე; ღმერთთან შერიგება; ერთდროულად მშობელი და ნაშობი ცრემლისა; ცოდვათა მიმტევებელი; ხიდი განსაცდელთა შორის მავალთათვის; ჭირთაგან დამცველი გალავანი; ბრძოლათა... იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი მლოცველისათვის ლოცვა არის სამსჯავრო და სასამართლო, რომელიც საშინელ სამსჯავროს წინ უძღვის
ვინც ჩვენს მეუფესა და ღმერთთან შესახვედრად მივდივართ, მოუმზადებლად ნუ გავემართებით, რათა მან შორიდანვე არ შენიშნოს, რომ სამეფო სამკაული და აბჯარი არ გვმოსავს და თავის მსახურებს ჩვენი შეპყრობა და მის თვალთაგან გაძევება არ უბრძანოს;... იხილეთ სრულად
როდესაც უფლის წინშე წარსადგომად მიდიხარ, შენი სულის სამოსელი ავუხსენებლობის ძაფით უნდა იყოს მოქსოვილი, თორემ შენი ლოცვა არანაირ სარგებლობას არ მოგიტანს
ყოველი შენი ლოცვა მდაბალი გონებით უნდა იყოს წარმოთქმული, რადგანაც მეზვერე და უძღები ერთი სიტყვით შეიწყნარა ღმერთმა
ღვთის წინაშე ლოცვით წარდგომა ყოველთვის ერთნაირია, მაგრამ მასში მრავალი განსხვავება და საფეხური არსებობს
ზოგიერთი მიმართავს უფალს, როგორც მეგობარს და ამავდროულად - როგორც მეუფეს და უკვე საკუთარი თავისთვის კი არა, - არამედ მოყვასისათვის ევედრება; სხვები სულიერ სიმდიდრეს, დიდებასა და ლოცვის უმეტეს, კადნიერებას ითხოვენ; სხვები ევედრებია... იხილეთ სრულად
ყველაზე უწინარეს ჩვენი ვედრების სიაში მადლობა უნდა ჩავწეროთ; მეორედ - ცოდვათა აღსარება და შემუსვრილება სულისა; რადგან ასეთია კეთილი ლოცვა, როგორც ერთძმას აუწყა ანგელოზმა ამის შესახებ
თუკი ხილული მსაჯულის წინაშე ყოფილხარ წარდგომილი, ლოცვის დროს დგომის წესისათვის სხვა მაგალითი აღარ გჭირდება; თუ მსაჯულის წინაშე არ მდგარხარ და არც სხვისი განსჯა გინახავს, მაშინ მაგალითად გქონდეს შეჭირვებული სნეული, შეწყალებას რომ ე... იხილეთ სრულად
ლოცვისას სიბრძნისმტყველება საჭირო არ არის, რადგანაც ხშირად უბრალო ყრმებმა მარტივი სიტყვით შეძლეს ზეციური მამისაგან მოწყალების მიღება