ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები

ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)
თემა: ლოცვა

ნურც მრავალმეტყველებას შეუდგები, რადგან სიტყვების ძებნამ გონება არ განგიბნიოს; რადგანაც მეზვერის ერთმა სიტყვამ მოწყალე-ჰყო ღმერთი; სარწმუნოების ერთმა სიტყვამ კი ავაზაკი აცხონა ნურც მრავალმეტყველებას შეუდგები, რადგან

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)
თემა: ლოცვა

მრავალმეტყველება ხშირად გონებას განაბნევს, ხოლო ერთი სიტყვის მხურვალება კვლავ მოკრებს მას მრავალმეტყველება ხშირად გონებას განაბნევს

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)
თემა: ლოცვა

როდესაც რომელიმე სიტყვა ლმობიერებას აღძრავს შენში, მასზე შეჩერდი და მრავალჯერ გაიმეორე, რადგანაც ჩვენიმცველი ანგელოზი ჩვენს სიახლოვეს ლოცულობს როდესაც რომელიმე სიტყვა ლმობიერებას აღძრავს

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)
თემა: ლოცვა

ლოცვისას კადნიერებას ნუ გამოამჟღავნებ, თითქოსდა დიდი სიწმიდე გქონდეს, არამედ უმეტესი სიმდაბლით მიმართე და მეტი კადნიერება გექნება ლოცვისას კადნიერებას ნუ გამოამჟღავნებ

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)
თემა: ლოცვა

სათნოების ყველა საფეხურზე რომც იყო ასული, მაინც ცოდვათა შენდობისათვის ილოცე, რადგანაც გსმენია დიდი მოციქულის - პავლეს სიტყვები, რომელიც ცოდვილთა შესახებ ამბობს, რომ მათ შორის პირველი მე ვარო სათნოების ყველა საფეხურზე რომც იყო ასული

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)
თემა: ლოცვა

საჭმლის საკმაზი - მარილი და ზეთია, ხოლო ლოცვის ფრთაშემსხმელი - სიწმიდე და ცრემლი საჭმლის საკმაზი - მარილი და ზეთია, ხოლო

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)
თემა: ლოცვა

თუკი ყოველმხრიმ სიმშვიდესა და ურისხველობას შეიმოსავ, გონების წარტაცებისაგან გათავისუფლება დიდ შრომას აღარ მოითხოვს შენგან თუკი ყოველმხრიმ სიმშვიდესა და ურისხველობას

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)
თემა: ლოცვა

ვიდრე წმიდა და ჯეროვან ლოცვას არ მოვიპოვებთ უნდა გვახსოვდეს, რომ იმ ბავშვებს ვგავართ - სიარულს რომ სწავლობენ ვიდრე წმიდა და ჯეროვან ლოცვას არ მოვიპოვებთ

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)
თემა: ლოცვა

ეცადე, ყოველთვის დაიბრუნო გაბნეული აზრი, ან - უკეთ რომ ვთქვათ, - ლოცვის სიტყვებში გამოკეტო ის; ხოლო თუკი იგი, შენი ჩვილობის გამო მაინც განიბნევა და დამდაბლდება, ეცადე, კვლავ აღამაღლო ეცადე, ყოველთვის დაიბრუნო გაბნეული აზრი, ან -

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)
თემა: ლოცვა

გონებისათვის დაუდგრომლობაა თვისობრივი, მაგრამ მისი დამყენებელი არის ღმერთი, რომელსაც ყოველივეს დამორჩილება შეუძლია გონებისათვის დაუდგრომლობაა თვისობრივი, მაგრამ

link

ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები

2