სიკვდილის ხსოვნა - ციტატები, გამონათქვამები
სიკვდილის ხსოვნა - ციტატები, გამონათქვამები სიკვდილის ხსოვნა, გამონათქვამები, ციტატები
როგორც მამები ამოწმებენ, სრულყოფილი სიყვარული არასოდეს დაეცემა, ასევე მე ვამტკიცებ, რომ სიკვდილის სრულყოფილი გრძნობა შიშისაგან თავისუფალია
სიკვდილის ცოცხალი ხსენება ნაყროვანებას აღუდგება წინ; ხოლო როდესაც ამას სიმდაბლით აღვასრულებთ, ბევრ სხვა ვნებებსაც მოვიკვეთთ.
ვისაც სურს, რომ სულში სიკვდილის და ღვთის სამსჯავროს ხსოვნა შეინარჩუნოს და ამასთანავე სოფლის შფოთვასა და ზრუნვასაა მიცემული, ის მისი მსგავსია, ვინც ცურვას შეკრული ხელებით ცდილობს.
ზოგირგთი იძიებს და ვერ გაუგია, თუ უფალმა რად არ მოგვცა სიკდილის ჟამის წინასწარ შეტყობის უნარი, თუკი მისი ხსენება ასე სასარგებლოა ჩვენთვის. ამ ადამიანებმა არ იციან, რომ ღმერთი ამასაც სასწაულებრივად - ჩვენი ცხონებისათვის იქმს, რადგა... იხილეთ სრულად
სიკვდილის სურვილი ყოველთვის არ არის გამართლებული. ზოგჯერ ადამიანი ჩვეულების ძალით ცოდვებს იმრავლებს და სიმდაბლით ნატრობს სიკვდილს; სხვებს სინანული არ სურთ და სასოწარკვეთილებისგან სიკვდილს უხმობენ; სხვებს არ ეშინიათ, რადგან თავმაღლ... იხილეთ სრულად
ჭეშმარიტად კეთილ გამოცდილებას ფლობს იგი, ვინც ყოველდღიურად ელის სიკვდილს, მაგრამ ჭეშმარიტად ნეტარია იგი, ვინც ყოველ წუთს ნატრობს მას
ჭეშმარიტი ნიშანი იმისა, რომ ადამიანი გულისმიერი გრძნობით განიცდის სიკვდილის შიშს, არის ის, რომ იგი თავისი ნებით სრულიად უგრძნობელია ყოველივე ქმნულისადმი და სრულიად მოუკვეთია პირადი ნება.
როგორც ტყვია განსხვავდება ვერცხლისგან, თუმცა გარეგნულად მიემსგავსება მას, გონიერთათვის ასევე აშკარაა განსხვავება ბუნებრივი და ბუნების საწინააღმდეგო სიკვდილის შიშს შორის.
მონასტერში მყოფთ სიკვდილის ხსენება შრომის, გამუდმებული სინანულისა და უპატიობის დიდსულოვნად გადატანისკენ უბიძგებს. დაყუდებაში მყოფთათვის სიკვდილის მოხსენება უზრუნველობას, დაუცადებელ ლოცვასა და გონების დაცვას შობს. ეს სათნოებანი კი ... იხილეთ სრულად
როგორც პური ნებისმიერ სხვა საკვებზე აუცილებელია, ასევე სიკვდილის ხსენება ნებისმიერი ღვაწლის აღსრულებისასაა საჭირო.