ეშმაკი, დემონი - ციტატები, გამონათქვამები
ეშმაკი, დემონი - ციტატები, გამონათქვამები ეშმაკი, დემონი, გამონათქვამები, ციტატები
ანგელოზები უშრომლად არიან უბიწონი, რადგან ეს მათი ბუნებაა, ქალწული კი ბუნებაზე აღმატებულ გზას ადგება; არა მარტო იმისთვის იღვწის, რომ ბუნებას სხვა მიმართულება მისცეს, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე მუდმივად იბრძვის და ძალისხმევას ... იხილეთ სრულად
ჩვენი ბრძოლა უფლებათა, მთავრობათა, ბნელ და უბოროტეს ძალთა (ეფეს. 6, 12), ძალზე გამოცდილ ლეგიონთა, ხორცისა და ვნებათა სამყაროს წინააღმდეგაა მიმართული. ეს ჭრილობებს ჰგავს, რომლებიც საშინლად გვტკივა და მათ განსაკურნებლად ხერხი, დრო, ... იხილეთ სრულად
გაფრთხილდი, ამ გულისსიტყვამ შენს გულში არ დაიბუდოს. რადგან ეშმაკის ხელოვნება ზიანის მიყენებაა, რაც ამ გამოცდილმა მაცდურმა კარგად იცის. მას უამრავი ადამიანი სასოწარკვეთილების მეშვეობით ჯოჯოხეთის სიღრმეებში ჰყავს დანთქმული.
შეცდომა კადნიერებას გვაკარგვინებს, ხოლო სინანული იმწუთას გვიბრუნებს. ეშმაკის სიტყვები უმალ სასოწარკვეთის შეგრძნებას იწვევს, ისე აჭკნობს და თელავს ადამიანს, როგორც სეტყვა — ნორჩ ყლორტებს.