და რომ შური არის კეთილიცა და ბოროტიცა, ამისთვინ შემოვიტანოთ ცნობა - მიბაძვა კეთილობისა. აღრჩევა და ქმნა შურად ითქმის საქართველოს ენაზედ. და არის შური სატანისაგან ნაშობი და კაცის ბუნებაში შემოთესილი, ყოვლის კეთილობის მოძულეობა ნებს...
იხილეთ სრულად
და რომ შური არის კეთილიცა და ბოროტიცა, ამისთვინ შემოვიტანოთ ცნობა - მიბაძვა კეთილობისა. აღრჩევა და ქმნა შურად ითქმის საქართველოს ენაზედ. და არის შური სატანისაგან ნაშობი და კაცის ბუნებაში შემოთესილი, ყოვლის კეთილობის მოძულეობა ნებსით აღრჩევითა. შურად ითქმის ვნებულად, რომ ყოვლის კაცისა ყოველი კეთილობა სძულდეს და თავის ყოველს საქმეს განუნახლებლად აქებდეს, ის ბოროტის მოყვარედ ითქმის. და არის შური სხვას კეთილობის წყენაცა. და ამისთვის შურსა ბოროტსა ორგ...
link
403. რამდენი სახის შეიძლება იყოს უსიამოვნება ანუ მწუხარება?
345. როგორია ისეთი ადამიანი, რომელიც მოწყალებასაც გასცემს, მარხულობს კიდეც, მაგრამ შურს თავისი მოყვასის?
297. როგორ შეაგონებენ წმ. მამები შურით შეპყრობილთ?
223. რას გვასწავლიან წმ. მამები შურის შესახებ?
ერთობ უბედური არის და ღირსი ცრემლისა ჩვენი ხასიათი, ძმანო ჩემნო. ნაცვლად მისა, რომ გვიხაროდეს და ვმადლობდეთ ღმერთსა, როდესაც ვხედავთ რომელსამე ჩვენსა მოძმესა, თვისი ჭკუით და შრომით გაკეთებულსა, და ესრედ თვით ჩვენთვის კარგის გზის მ...
იხილეთ სრულად
ერთობ უბედური არის და ღირსი ცრემლისა ჩვენი ხასიათი, ძმანო ჩემნო. ნაცვლად მისა, რომ გვიხაროდეს და ვმადლობდეთ ღმერთსა, როდესაც ვხედავთ რომელსამე ჩვენსა მოძმესა, თვისი ჭკუით და შრომით გაკეთებულსა, და ესრედ თვით ჩვენთვის კარგის გზის მაჩვენებელსა, ჩვენ ვწუხვართ და გვეკიდება ალი შურისა. ნაცვლად მისა, რომ ჩვენც გვამხნეოს მისმა მოქცევამ, წაგვახალისოს მისმა მაგალითმა და ვიწყოთ შრომა და მეცადინეობა, ჩვენ მარტო იმას ვფიქრობთ, რომ როგორმე შევაწუხოთ და დავაბრ...
link
დაუტევე ყოველი გულის წყრომაი სიმხურვალისაი და ისარი შურისაი. რამეთუ შური ძირი არს სიკუდილისაი, და მრავალნი სალმობანი შეუდგან, რამეთუ მუსმარი არს მახვილი გულისაი, რამეთუ არა შეაწეს გულად, ტკივილი მუსმრისაი, ვითარ-იგი შეაწევს ტკივილ...
იხილეთ სრულად
დაუტევე ყოველი გულის წყრომაი სიმხურვალისაი და ისარი შურისაი. რამეთუ შური ძირი არს სიკუდილისაი, და მრავალნი სალმობანი შეუდგან, რამეთუ მუსმარი არს მახვილი გულისაი, რამეთუ არა შეაწეს გულად, ტკივილი მუსმრისაი, ვითარ-იგი შეაწევს ტკივილი შურისაი, რომლისა შინა დასობილ არს იგი.ვერცა სენი და ვერცა სიმძიმე შესცვალებს ფერსა და ქმნულებასა ხატისასა, ვითარ-იგი შესცვალებს შური შვენიერებასა სულისასა. აწ უკუე ევლტოდე შურსა ბოროტსა და ჰმონებდი უფალსა მონებითა ჭეშმ...
link
შურიანი კაცი იტანჯება და განიხერხება გულითა, როდესაც ხედავს სხვის ბედნიერებას და წარმატებას, და თუ ამასთანავე ნამეტანი პატივის მოყვარეც არის და თავხედი, კვდება ჯავრით, თუ ვინმე წინ დაუდგა, ანუ ადრე ჯილდო არ მისცეს და სხვა კი დააჯი...
იხილეთ სრულად
შურიანი კაცი იტანჯება და განიხერხება გულითა, როდესაც ხედავს სხვის ბედნიერებას და წარმატებას, და თუ ამასთანავე ნამეტანი პატივის მოყვარეც არის და თავხედი, კვდება ჯავრით, თუ ვინმე წინ დაუდგა, ანუ ადრე ჯილდო არ მისცეს და სხვა კი დააჯილდოვეს. მას მარტო თავისი თავი ახსოვს და თავისთვის უნდა ყოველივე სიკეთე. ცხადია, რომ, ამისთანა მწუხარება და სულმოკლეობა გამოაჩენს შურს, ხარბს, ამპარტავანს ხასიათს კაცისას.
link
ერთი მიზეზთაგანი, რომელი შობს და განავრცელებს შურს, ვგონებ უნდა იყოს უსაქმობა, ანუ უქმად დროების გატარება; მეორედ, თვით უმძიმესი მიზეზი შურის განძლიერებისა ის არის, რომელ სჯული ქრისტესი, მადლი და სული სახარებისა არ შესულა სიღრმესა...
იხილეთ სრულად
ერთი მიზეზთაგანი, რომელი შობს და განავრცელებს შურს, ვგონებ უნდა იყოს უსაქმობა, ანუ უქმად დროების გატარება; მეორედ, თვით უმძიმესი მიზეზი შურის განძლიერებისა ის არის, რომელ სჯული ქრისტესი, მადლი და სული სახარებისა არ შესულა სიღრმესა შინა გულისა ჩვენისასა, არ დაუმორჩილებია ჩვენი ბუნება. დავარდნილსა ბუნებასა კაცისასა ყოველთვის ქონდა და აქვს მიდრეკილება ყოვლისა ბოროტისადმი, გარნა მადლი ქრისტესი უნდა იყოს აღვირად ჩვენდა ვნებათა.
link