ჭეშმარიტი ქრისტიანობა - ციტატები, გამონათქვამები ჭეშმარიტი ქრისტიანობა, გამონათქვამები
ვისაც სურს, რათა იყოს ნამდვილი და ჭეშმარიტი ქრისტიანე და აცხოვნოს სული თვისი, მას უნდა ქონდეს ორი ესე: მართლმადიდებელი სარწმუნოება და კეთილი ყოფაქცევა.
ქრისტეს სჯული, დიდი და მაღალი შენი სულიერი მოვალეობა არა თუ მაშინ უნდა გახსოვდეს, როდესაც შენ სდგეხარ ეკლესიაში, არამედ უმეტესად მაშინ, როდესაც შენ ხარ სახლში და აღასრულებ ნიადაგთა შენთა საქმეთა.
წმიდა მოციქული პავლე გვამცნებს ჩვენ, რა დიდი და მძიმე საქმე არს კეთილი ქრისტიანობრივი ცხოვრება, რა ფრთხილ და მღვიძარე უნდა იყოს კაცი, რომელსა სურს კეთილად იღვაწოს და მიაღწიოს სასუფეველსა ღვთისა. „განძლიერდით უფლისა მიერ“, – გვეყტვ...
იხილეთ სრულად
წმიდა მოციქული პავლე გვამცნებს ჩვენ, რა დიდი და მძიმე საქმე არს კეთილი ქრისტიანობრივი ცხოვრება, რა ფრთხილ და მღვიძარე უნდა იყოს კაცი, რომელსა სურს კეთილად იღვაწოს და მიაღწიოს სასუფეველსა ღვთისა. „განძლიერდით უფლისა მიერ“, – გვეყტვის იგი. ესე იგი, დიდი ღონე და ძალა იხმარეთ სულიერსა ცხოვრებასა შინა, და არა თუ მხოლოდ თქვენი საკუთრი ძალა, არამედ ძლიერება უფლისა: „განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისათა“ (ეფეს. 6. 10)
link
თუ ჭეშმარიტი ქრისტიანობა გსურს შეიძინო, – შეიძინე ცხოველი და ღონიერი სარწმუნოება.
ჩვენ ყოველნი ამას ვეძიებთ და მისთვის ვიღწვით ძმანო ქრისტიანენო, რათა შევიქმნეთ ნამდვილნი მოწაფენი ქრისტესნი. სამსა პირობასა გამოუცხადებს მაცხოვარი უფალი მათ, რომელსა სურს შემდგომად მისსა სვლა და მოწაფედ მისდა ყოფა. პირველად, რათა...
იხილეთ სრულად
ჩვენ ყოველნი ამას ვეძიებთ და მისთვის ვიღწვით ძმანო ქრისტიანენო, რათა შევიქმნეთ ნამდვილნი მოწაფენი ქრისტესნი. სამსა პირობასა გამოუცხადებს მაცხოვარი უფალი მათ, რომელსა სურს შემდგომად მისსა სვლა და მოწაფედ მისდა ყოფა. პირველად, რათა უარჰყონ თავი მათი: „რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარჰყავ თავი თვისი“; მეორედ, რათა აღიღოს ჯვარი მათი: „და აღიღენ ჯვარი თვისი“; მესამედ, რათა ვიდოდენ შემდგომად მისა: „და შემომიდეგინ მე“.
link
ქრისტეს მოწაფე იგი არის, რომელსა აქვს წმინდა და პატიოსანი ზნეობა. მან თავი თვისი უნდა დაივიწყოს, ყოველი ხორციელი ზრახვა, სურვილი, კმაყოფილება დასთრგუნოს, ყოველ წამს უნდა მზათ იყოს შეწირვად ქრისტესადმი თვისისა ხორციელისა სიხარულისა...
იხილეთ სრულად
ქრისტეს მოწაფე იგი არის, რომელსა აქვს წმინდა და პატიოსანი ზნეობა. მან თავი თვისი უნდა დაივიწყოს, ყოველი ხორციელი ზრახვა, სურვილი, კმაყოფილება დასთრგუნოს, ყოველ წამს უნდა მზათ იყოს შეწირვად ქრისტესადმი თვისისა ხორციელისა სიხარულისა და კმაყოფილებისა. მან უნდა აღიღოს ჯვარი ქრისტესი, ესე იგი მიიღოს თავის თავზე ყოველი ჭირი, განსაცდელი, სიმძიმე და შრომა, თითქმის წარიწყმიდოს ხორციელი ცხოვრება,
link
ქრისტეს აღიარებ მაშინ, ოდეს სახელითა მისითა გლახაკსა, მცირესა ძმასა შენსა შეეწევი ნაყოფისაგან შენისა; ქრისტეს მოღალატე ხარ, უკეთუ მარტო შენი თავისთვის ზრუნავ და არავის არ ეწევი; ქრისტეს ადიდებ, ოდეს გიყვარს მოყვასი შენი, რომელი შე...
იხილეთ სრულად
ქრისტეს აღიარებ მაშინ, ოდეს სახელითა მისითა გლახაკსა, მცირესა ძმასა შენსა შეეწევი ნაყოფისაგან შენისა; ქრისტეს მოღალატე ხარ, უკეთუ მარტო შენი თავისთვის ზრუნავ და არავის არ ეწევი; ქრისტეს ადიდებ, ოდეს გიყვარს მოყვასი შენი, რომელი შეიყვარა მან და სისხლი დაჰსთხია მისთვის; ქრისტეს უარჰყოფ, თუ მოიძულე ვინმე მოყვასთა შენთაგანი; ქრისტეს აღიარებ, ოდეს გახსოვს მცნება მისი და ყოველთვის სიმართლეს იტყვი და არავის მოატყუებ; ქრისტეს უღალატებ, ოდეს იქცევი მზაკვა...
link
ნუ ატყუებ, ძმაო, თავსა შენსა. ქრისტეს მოწაფე და ქრისტეს აღმსარებელი მაშინ ხარ, როდესაც აღასრულებ სიტყვათა მისთა; თუ არ მოინანიე ცოდვანი შენნი, თუ ისრეთ რასმე იქმ, რომელიც წინააღმდეგი არის იესო ქრისტესი, ქრისტეს მოღალატე ხარ. გახსო...
იხილეთ სრულად
ნუ ატყუებ, ძმაო, თავსა შენსა. ქრისტეს მოწაფე და ქრისტეს აღმსარებელი მაშინ ხარ, როდესაც აღასრულებ სიტყვათა მისთა; თუ არ მოინანიე ცოდვანი შენნი, თუ ისრეთ რასმე იქმ, რომელიც წინააღმდეგი არის იესო ქრისტესი, ქრისტეს მოღალატე ხარ. გახსოვდეს, რომ შენ ყოვლითა შენითა არსებითა, სულითა და ხორცითა ქრისტეს ეკუთვნი. შენ ქრისტესი ხარ ყოვლითურთ, ქრისტეს სისხლით მოსყიდული ხარ; ქრისტესთანა შეერთებული ხარ, ნათლისღებითგანვე ქრისტეს სახელი გეწოდება: აწ უკეთუ კეთილად ...
link
კაცი, რომელი მხოლოდ ენითა თვისითა აღიარებს უფალსა, გარნა საქმითა იქცევა წინააღმდეგ მისთა მცნებათა, არა თუ ქრისტიანე არ არის, არამედ არის მოღალატე ქრისტესი. ისმინეთ, რას იტყვის ისაია წინასწარმეტყველი: "მომეახლებიან მე ერი ესე სიტყვ...
იხილეთ სრულად
კაცი, რომელი მხოლოდ ენითა თვისითა აღიარებს უფალსა, გარნა საქმითა იქცევა წინააღმდეგ მისთა მცნებათა, არა თუ ქრისტიანე არ არის, არამედ არის მოღალატე ქრისტესი. ისმინეთ, რას იტყვის ისაია წინასწარმეტყველი: "მომეახლებიან მე ერი ესე სიტყვით და ბაგითა პატივს მცემენ მე, ხოლო გული მათი შორს არს ჩემგან და ამაოდ პატივს მცემენ მე". ხოლო უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვეტყვის: "არა ყოველმან, რომელი მეტყოდეს მე: უფალო, უფალო და შევიდეს სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელ...
link
აღსარება (აღიარება) სჯულისა არის ორნაირი: ერთი სიტყვითა, მეორე თვით საქმითა. სიტყვით აღიარებს ღმერთსა იგი, რომელიც ენითა თვისითა წარმოსთქვამს სახელსა ქრისტესსა და სარწმუნოებასა მისსა, ხოლო საქმით იგი, რომელი ცხოვრებითა და ყოფა-ქცე...
იხილეთ სრულად
აღსარება (აღიარება) სჯულისა არის ორნაირი: ერთი სიტყვითა, მეორე თვით საქმითა. სიტყვით აღიარებს ღმერთსა იგი, რომელიც ენითა თვისითა წარმოსთქვამს სახელსა ქრისტესსა და სარწმუნოებასა მისსა, ხოლო საქმით იგი, რომელი ცხოვრებითა და ყოფა-ქცევითა თვისითა გამოხატავს ანუ მოიყვანს არსებაში სახარებასა იესო ქრისტესსა, ცხად არს, რომელ კაცმა, რომელსა სურს სათნოეყოს უფალსა, ორივე აღსარება უნდა აღასრულოს. ესე იგი შეაერთოს სიტყვა და საქმე
link