წუთისოფელი - ციტატები, გამონათქვამები
წუთისოფელი - ციტატები, გამონათქვამები წუთისოფელი, გამონათქვამები, ციტატები
რაც ერთი წვეთია უსაზღვრო ნაკადულთან შედარებით, ის არის ამჟამინდელი ცხოვრება - მომავალთან შედარებით.
ვაი, სულო ჩემო! რატომ ხარობ ამ ცხოვრებით? რატომ ატარებ მის ისედაც მცირეოდენ დღეებს დაბნეულად? განა არ იცი, რომ სადაცაა მოგიხმობენ?
ძმანო, ჩვენ ახლა აქ ვართ, და ვინ იცის, რამდენ ხანს იქნება ასე? თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ცხოვრებაში ვდგამთ, არის ის, რომელსაც უკანასკნელი ნაბიჯისკენ მივყავართ.
"წელნი ჩვენნი ვითარცა დედაზარდლი" (ფს. 9, 10). ობობის საცხოვრებელი, რაც არ უნდა გამაგრებული იყოს იგი, მეყსეულად ინგრევა, როგორც კი ხელი ან რაიმე სხვა შეეხება; ასევეა ჩვენი ცხოვრებაც - მაშინვე შეწყდება მცირეოდენი შემთხვევისაგან, იმ... იხილეთ სრულად
ადამიანური ცხოვრების დღეს, არცთუ იშვიათად, საღამოზე და შუადღეზე ადრე სიკვდილის ჟამი გვიწევს.
მოკვდავო ძმაო! დაე, რაც შეიძლება ხანგრძლივი იყოს შენი სიცოცხლე, მაგრამ, ამის მიუხედავად, ჩვენი სასიკვდილო სარეცელი მაინც ახლოსაა.
ჩვენი ცხოვრება ზღვით მოგზაურს ჰგავს. რომელიც ცურვის დროს გინდ იდგეს, გინდ იჯდეს ან იწვეს - ყოველთვის უახლოვდება ნაპირს და მიდის იქითკენ, საითაც გემი მიისწრაფვის; ასევე ჩვენც: გვძინავს თუ გვღვიძავს, ვწევართ თუ დავდივართ, ყოველ წუთს... იხილეთ სრულად
ძლივს მოასწრებს ადამიანი ერთი ფეხი შემოდგას ამ სამყაროში, რომ მეორე უკვე საფლავში უდგას. დაბადების უძლურებანი თითქოს უკვე დაწყებული სიკვდილის მომასწავებელია, აკვანი კუბოს წინაპირობაა, სახვევები სუდარის პირველი მხარეა.