ნაყროვანება, მუცელღორობა - ციტატები, გამონათქვამები
ნაყროვანება, მუცელღორობა - ციტატები, გამონათქვამები ნაყროვანება, მუცელღორობა, გამონათქვამები
ვინც საკუთარ მუცელს ემსახურება და ამასთან სიძვის სულის დამარცხება სურს, იმას ჰგავს, ვინც ზეთით ცდილობს ხანძრის ჩაქრობას
როცა მუცელს შევავიწროვებთ, გულიც დამდაბლდება; მაგრამ თუ კუჭი საჭმლითაა სავსე, გულისთქმები ამაღლდებიან
საკუთარი თავი დღის პირველ საათზე, შუადღისას და საჭმლის მიღებამდე ერთი საათით ადრე გამოსცადე და ამგვარად მარხვის სარგებელს შეიცნობ
კუჭი თავშეკავებით დაიოკე და შეძლებ, რომ საკუთარი ბაგეც მოზღუდო. რადგან საკვების სიმრავლე ენას განამტკიცებს
მთელი ძალებით აღუდექი წინ ამ მტანჯველს და მხნედ იყავი, რათა ყურადღება არ მოგიდუნდეს, რადგან თუ ცოტას მაინც გაირჯები, უფალი შეგეწევა
ტყავის რუმბები, თუ კარგად უვლიან მათ, იჭიმება და გაცილებით მეტ სითხეს იტევს, ვიდრე უყურადღებოდ მიტოვებული, რომლებიც ჩვეულ ზომას ვეღარ უბრუნდებიან
ვინც მუცელს ამძიმებს, მის გაფართოებას უწყობს ხელს, ხოლო ვინც კუჭს ებრძვის, თანდათანობით უვიწროვდება. ამგვარად შევიწროვებული მრავალ საკვებს აღარ მოითხოვს და ადამიანი ბუნებრივად მმარხველად იქცევა
როცა ხორცი გძლევს, შრომით შემუსრე იგი, თუ უძლურების გამო ეს არ ძალგიძს, მაშინ მღვიძარებით ებრძოლე
თუ თვალები გიმძიმდება, ხელსაქმე აიღე, მაგრამ ვიდრე ძილი არ დაგძალავს, მას ნუ შეეხები, რადგან არ შეიძლება, ერთდროულად ღმერთსაც ემსახურებოდე და მამონსაც, ანუ გონებას ღმერთსა და ხელსაქმეს შორის ანაწილებდე
იცოდე, რომ ზოგჯერ ეშმაკი ადამიანის კუჭს იპყრობს და გაძღომას არ აგრძნობინებს, თუნდაც მან მთელი ეგვიპტის სამყოფი ხორცი ჩანთქას და ნილოსის მთელი წყალი ამოაშროს