მადლი - ციტატები, გამონათქვამები
მადლი - ციტატები, გამონათქვამები მადლი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
მადლი იმისდა მიხედვით იზრდება, რამდენიც ადამიანს შეუძლია დაიტიოს, გააჩნია, მის ჭურჭელს რამდენის დატევა შეუძლია.
ღვთის სიყვარული შენში მაშინ უფრო ჩანს, როცა ავადმყოფობ. უფალი მამობრივად დროებით გწვრთნის, რათა მისგან მიღებული მადლი ამ ჩვენი წარმავალი ცხოვრების მანძილზე შეინარჩუნო, სიკვდილის შემდეგ კი ის საუკუნოდ შენთან დარჩება.
შვილო, ადამიანებში ღვთის მადლი და სიყვარული მრავალი გზით ვლინდება. მას ერთი საყოველთაო მიზანი აქვს – აცხონოს ადამიანი.
იმ დროსაც კი, როცა ჩვენი უგულისხმობის გამო ვიტანჯებით, ღმერთი არ გვტოვებს, არამედ თავის მადლს გვიგზავნის და გვანუგეშებს, რომ სიმძიმე ვიტვირთოთ. შენშიც ასე ხდება, შვილო. რაც ნახე და იგრძენი, ღვთის მადლი იყო. ის შენზე ძიძასავით ზრუნ... იხილეთ სრულად
ჩვენ ყოველგვარ გასაჭირში სიმხდალეს ვამჟღავნებთ და ამით ერთგვარად ხელს ვკრავთ ღვთის მადლს.