ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !"აღსდგა იგი ღმერთი, რომელმანც გვიანდერძა ჩვენ ურთიერთის სიყვარული და გვითხრა: "ესე არს მცნება ჩემი, რათა იყვარებოდეთ ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყვარეთ თქვენ". აღსდგა იგი მეუფეთა მ...
იხილეთ სრულად
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !"აღსდგა იგი ღმერთი, რომელმანც გვიანდერძა ჩვენ ურთიერთის სიყვარული და გვითხრა: "ესე არს მცნება ჩემი, რათა იყვარებოდეთ ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყვარეთ თქვენ".აღსდგა იგი მეუფეთა მეუფე, რომელმანც აღადგინა ღირსება ადამიანისა და ჰრქვა მონებით შეგინებულს ქვეყნიერებას: "არღა გეტყვით თქვენ მონად, რამეთუ მონამან არა იცის, რასა იქმს უფალი მისი; ხოლო თქვენ გარქუ მეგობრად, რამეთუ ყოველი, რაოდენი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყეთ თქვენ"...
ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული კვლავ უჩვეულო სიხარულით ავსებს ჩვენს გულებს. მისი სახით თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოდის ჩვენთან და ღვთაებრივის მადლით იმდენად აღავსებს ჩვენს შინაგან სამყაროს, რომ ეს მადლი, გულში დაუტევნე...
იხილეთ სრულად
ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული კვლავ უჩვეულო სიხარულით ავსებს ჩვენს გულებს. მისი სახით თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოდის ჩვენთან და ღვთაებრივის მადლით იმდენად აღავსებს ჩვენს შინაგან სამყაროს, რომ ეს მადლი, გულში დაუტევნელი, უხვად იღვრება და უნაწილდება ყველა გარშემო მყოფს.
აღდგომილმა მაცხოვარმა დღეს თითოეულ ჩვენგანს გამოუთქმელი და აუხსხელი სიხარული და იმედი მიანიჭა, რომელსაც მთელი წლის მანძილზე უნდა გავუფრთხილდეთ. რა არის ეს? იგი შინაგანი დამშვიდებაა, ყოველი კეთილი ზრახვისა და მისწრაფების დაკმაყოფილ...
იხილეთ სრულად
აღდგომილმა მაცხოვარმა დღეს თითოეულ ჩვენგანს გამოუთქმელი და აუხსხელი სიხარული და იმედი მიანიჭა, რომელსაც მთელი წლის მანძილზე უნდა გავუფრთხილდეთ. რა არის ეს? იგი შინაგანი დამშვიდებაა, ყოველი კეთილი ზრახვისა და მისწრაფების დაკმაყოფილებაა, მშვიდობაა უფალთან, მოყვასთან და საკუთარ სინდისთან; იგი შეგრძნებაა სიხარულისა, სიცოცხლის სისავსისა და სურვილი უმწიკვლო, წმიდა ცხოვრებისა. ამგვარი სიხარული რჩეულთა ხვედრია, მათი კუთვნილებაა, ვინც აღიარებს იესო ქრისტე...
იესო ქრისტეს აღდგომის რწმენა ჩვენი მრწამსის ქვაკუთხედია. უფალი რომ არ აღმდგარიყო, ქრისტიანული რწმენის ყველა ჭეშმარიტება ძალასა და აზრს დაკარგავდა. მოციქული პავლე, რომელიც ადრე დაუზოგავად დევნიდა იესოს მიმდევართ, შემდეგ კი წმიდა სა...
იხილეთ სრულად
იესო ქრისტეს აღდგომის რწმენა ჩვენი მრწამსის ქვაკუთხედია. უფალი რომ არ აღმდგარიყო, ქრისტიანული რწმენის ყველა ჭეშმარიტება ძალასა და აზრს დაკარგავდა. მოციქული პავლე, რომელიც ადრე დაუზოგავად დევნიდა იესოს მიმდევართ, შემდეგ კი წმიდა სახარების ერთ-ერთი უპირველესი მქადაგებელი გახდა, ასე სწერს კორინთელ ქრისტიანებს: "უკეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ცუდად სამე არს ქადაგებაჲ ჩუენი, და ცუდად არს, სარწმუნოება ეგე თქუენი" (I კორინ, 15,14). "ქრისტე ღმერთისა ძალ ...
სიკვდილის დათრგუნვით ჩვენთვის ჯვარცმულმა იესო ქრისტემ სძლია თვით მთავარი იგი ამის სოფლისა (იოანე 12,31), ანუ ეშმაკი, რომელსაც ხელმწიფება ჰქონდა სიკვდილზე და ჩვენც ამ დიადი გამარჯვების თანაზიარნი გვყო. თვისი ვნებითა და აღდგომით მაც...
იხილეთ სრულად
სიკვდილის დათრგუნვით ჩვენთვის ჯვარცმულმა იესო ქრისტემ სძლია თვით მთავარი იგი ამის სოფლისა (იოანე 12,31), ანუ ეშმაკი, რომელსაც ხელმწიფება ჰქონდა სიკვდილზე და ჩვენც ამ დიადი გამარჯვების თანაზიარნი გვყო. თვისი ვნებითა და აღდგომით მაცხოვარმა გვიხსნა როგორც ხორციელი, ისე, უპირველეს ყოვლისა, სულიერი სიკვდილისაგან - ღვთის მადლისა და მასთან ერთად, სულიერი ნათლის, სიხარულისა და ნეტარების მოკლებისაგან.
მტკივნეულია ახლობელთან განშორება, მაგრამ ცრემლებისა და მწუხარების მიღმა უნდა დავინახოთ ნათელი დაუღამებელი, რომლითაც მოცულია განსვენებულის სული; უნდა დავინახოთ ქრისტეს მიერ სიკვდილის ძლევა.
კაცი შემოქმედის განსაკუთრებული ქმნილებაა, უკვდავებას ზიარებული. უკვდავება მისი სულის თვისება არ არის მხოლოდ, არამედ სხეულისაც, რომელიც მაცხოვრის მეორედ მოსვლის ჟამს უნდა აღდგეს.