ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ნუ დასცხრები, ვიდრე არ იგრძნობ, რომ ცეცხლი და წყალი კვლავ გიბრუნდება, რადგან მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში შესაძლოა, ცოდვათა შენდობისათვის უკეთესი შემთხვევა აღარ მოგეცეს
იგი, ვინც ლოცვის გემო შეიცნო, ხშირად ერთი სიტყვით შებილწავს თავის გონებას და შემდეგ, როდესაც ლოცვად დადგება, ამ სანატრელ სიტკბოებას ვეღარ იპოვის
სხვაა, როდესაც გულისყურით აკვირდები საკუთარი გულის მდგომარეობას და სხვა - როდესაც გონების საშუალებით გულის ეპისკოპოსი ხდები, როგორც სიტყვიერი მსხვერპლის ქრისტეს მიმართ შემწირველი მთავარი და მღვდელმთავარი. როგორც ერთი მღვდელმთ... იხილეთ სრულად
თუკი ხორცი სხვის ხორცთან შეხებისას ნირს იცვლის, მაშ როგორ არ შეიცვლება იგი, ვინც უბრალო ხელით ღვთის ხორცს ეხება?!
ჩვენი ზეციური მეუფე შეიძლება მიწიერი მეუფის მაგალითით წარმოვიდგინოთ; რადგანაც მეფე ზოგჯერ თვითონვე, ზოგჯერ - მეგობრების ხელით, ზოგჯერ კი სრულიად უცნობი გზით უგზავნის საჩუქრებს თავის მეომრებს; მისი მადლი კი ჩვენში, ჩვენივე სიმდაბლი... იხილეთ სრულად
როგორც ქვეყნიური მეფისათვის საძულველია ის, ვინც მის წინაშე დგას, დაშორებისთანავე კი მის მტრებთან იწყებს საუბარს; ასევე საძულველია უფლისათვის იგი, ვინც მის წინაშე დგას და ბოროტ აზრებს იწყნარებს. როდესაც ეს გონების მტაცებელი ძა... იხილეთ სრულად
ცრემლით ითხოვე და მორჩილებით ეძებე, მოთმინებით დარეკე; რადგან ის, ვინც ამგვარად ითხოვს, მიეცემა; ვინც ეძიებს - იპოვის და ვინც რეკს - გაეღება
ლოცვის დროს თვით სულიერ და საჭირო საქმეებსაც კი ნუ გამოიძიებ; ასე თუ არ იზამ, უმჯობესს დაკარგავ
ვისაც გამუდმებით ლოცვის კვერთხი უჭირავს ხელში, ის არ დაბრკოლდება და თუნდაც დაბრკოლდეს, სრულიად არ დაეცემა, რადგანაც ლოცვა არის საღმრთო და ტკბილი მაიძულებელი, რომელიც კაცს ბოროტის ქმნას არ ანებებს