აღზრდა - ციტატები, გამონათქვამები
აღზრდა - ციტატები, გამონათქვამები აღზრდა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
მიეცით შვილს უფლება, იამაყოს თქვენით. თუ თქვენი შვილები თქვენით არ ამაყობენ, გამოდის, რომ თქვენი აღმზრდელობითი ძალა სუსტია
ბავშვში თავიდანვე ჩათესილია უფლის სიმდიდრე. წარმოიდგინეთ თასი, რომელშიც უფალმა ჩააწყო თავისი ყველა კარგი თვისება. ამ თასს სჭირდება მორწყვა, სწორი მორწყვის წესებით. რასაც აკეთებს კარგი აღმზრდელი
ჭეშმარიტი აღზრდა საკუთარი თავის აღზრდით იწყება. გინდა, შვილი აღზარდო? - აღზარდე საკუთარი თავი შვილთან ერთად
არის ორი სიტყვა, ერთმანეთზე უკეთესი - აღზრდა და თვითაღზრდა.
აღზრდა - როცა ჩვენ ვზრდით ბავშვს.
თვითაღზრდა - როდესაც საკუთარ თავს ვზრდით